იტვირთება

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ ხდება საწარმოში ჭიაყელების გადამუშავება ფხვნილად, რომელსაც შემდგომ საკვებ დანამატად იყენებენ. ვიდეოების წარწერების მიხედვით, პოსტის ავტორები ჭიაყელების გადამუშავების პროცესს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლის, კლაუს შვაბის სახელთან აკავშირებენ და მწერებს „კლაუს შვაბის ჭიებად“ და „შვაბის მატლებად“ მოიხსენიებენ. სინამდვილეში, კონკრეტულ ვიდეოში ასახული ჭიაყელების გადამუშავების პროცესს კლაუს შვაბთან კავშირი არ აქვს და ერთ-ერთი კორეული ქარხნის მუშაობას ასახავს, რომელიც ჭიაყელებისგან ცილის შემცველ საკვებ დანამატებს აწარმოებს.

ვიდეოში წარმოდგენილი წარმოების პროცესი სამხრეთ კორეული კომპანიის OMO-ს მუშაობის კადრებს ასახავს. კომპანია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ჭიაყელების წარმოებასა და გადამუშავებას ახდენს, გადამუშავების შედეგად კი იღებს სხვადასხვა სახის ცილის შემცველ პროდუქტს. კერძოდ, კომპანიის პროდუქტები დაფუძნებულია ცხიმოვანი ჭიაყელის ფხვნილზე, რომლებიც 65%-ზე მეტ ცილას შეიცავს. ფხვნილი შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც ცილის დანამატი სხვა სახის მარცვლეულის ფხვნილებში, რომელთაც მოიხმარენ როგორც ბავშვები, ისე ზრდასრული ადამიანები. კომპანიის პროდუქციის გაყიდვის ძირითად ბაზარს ვიეტნამი წარმოადგენს.

ჭიაყელის ფხვნილი ცილა და მარცვლები ტკბილი კარტოფილი და თხილი

სავარაუდოდ, აღნიშნული ამბავი შვაბის სახელთან მას შემდეგ დააკავშირეს, რაც მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ მწერების საკვებად გამოყენებამ შესაძლოა კლიმატის ცვლილებებს შეუშალოს ხელი. როგორც ორგანიზაციის ვებგვერდი განმარტავს, ადამიანების მიერ გამოყენებული ცხოველური ცილების მოხმარება სათბური გაზებისა და კლიმატის ცვლილების წყაროა. მწერები კი, როგორც ცილების წყარო და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის საშუალება, ყურადღების მიღმა არის დარჩენილი.

WEF-ის გვერდზე 5 მიზეზია ჩამოთვლილი თუ რატომ და როგორ შეიძლება მწერების მოხმარებამ კლიმატის ცვლილებას შეუშალოს ხელი. ერთ-ერთის თანახმად, საკვებად გამოყენებად მწერებს შეუძლიათ ისეთივე ხარისხის ცილის წარმოება, როგორც ცხოველებს. ასევე, მწერები პირუტყვთან შედარებით ნაკლებ მოვლასა და პატრონობას საჭიროებენ და ნაკლებ რესურსსაც მოიხმარენ. ასევე ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობა 10 მილიარდს მიაღწევს, რის გამოც ცილებზე მოთხოვნა მისი წარმოების შესაძლებლობას გადააჭარბებს. ამდენად, მწერების საკვებად და საკვებ დანამატებად გამოყენება შესაძლოა მომავალი პრობლემების ერთ-ერთ გადაჭრის გზად მოიაზრებოდეს. თუმცა, ჯერჯერობით მწერებს საკვებად მხოლოდ აზიის ქვეყნებში მოიხმარენ და დასავლურ სამყაროში ეს პრაქტიკა ათვისებული არ არის.

--------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

4553 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
28%
სიმართლე
18%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%
ტყუილი
7%

ყველაზე კითხვადი