Facebook-მომხმარებელი Giorgi Iakobashvili სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას ავრცელებს და ციტატას აქვეყნებს, რომელიც, მისი მტკიცებით, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს ლევან ხაბეიშვილს ეკუთვნის. გამოქვეყნებულ პოსტში ლევან ხაბეიშვილის ფოტოს თან ერთვის შემდეგი ციტატა: “ლევან ხაბეიშვილი - სინამდვილეში, ნონა გაფრინდაშვილმა თამაში არ იცის - უმართლებდა, მაგრად მოსდიოდა, თან, ჟილკობდა. ეგრე ბებიაჩემიც მოიგებს”. ამავე ციტატას აქვეყნებენ Facebook-მომხმარებლები Qeti Amashukeli და Marina Manelishvili.

Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, „ფაქტ-მეტრი“ ლევან ხაბეიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო ინტერვიუს დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ყალბია და ციტატა, რომელსაც მიაწერენ, მას არ ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ციტატა არც ღია წყაროებში იძებნება.

შესაბამისად, Giorgi Iakobashvili-ს მიერ გამოქვეყნებული პოსტი, რომელსაც Facebook-ზე 400-ზე მეტი რეაქცია, 250-მდე კომენტარი და 80-მდე გაზიარება აქვს, ყალბია და ციტატა, რომელსაც პოსტის ავტორი ლევან ხაბეიშვილს მიაწერს, გამოგონილია.

----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5416 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი