Facebook-გვერდმა „ლიდერი 41“ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს თუ როგორ შლიან ავტომობოლების მძღოლები მაგისტრალზე მიმდინარე მჯდომარე აქციის მონაწილეებს. „ლიდერი 41“-ის მიერ გამოქვეყნებული აღწერის თანახმად, აღნიშნული ესპანეთში ხდება, ხოლო მჯდომარე აქციის წევრები უკრაინელი აქტივისტები არიან. პოსტის აღწერაში ვკითხულობთ: „რას აკეთებთ, გზიდან გადადით ძალიან გთხოვთ. ესპანეთში გაბრაზებულმა მძღოლებმა უკრაინელი აქტივისტები გზიდან გაიყვანეს, რომლებმაც გზა გადაკეტეს“.

სინამდვილეში, აღნიშნული აქცია იტალიაში გაიმართა და მას არაფერი აკავშირებს უკრაინელ აქტივისტებთან. იტალიური გაზეთის „La Repubblica”-ს თანახმად, ვიდეოში ნაჩვენები მოვლენები 22 ივნისს, რომში მოხდა და ვიდეოში წარმოდგენილი აქციის მონაწილეები იტალიელი გარემოსდამცველები, გაზისა და ნავთობის გამოყენების წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტები არიან. ამდენად, „ლიდერი 41“-ის მტკიცება, რომ კონკრეტული აქცია ესპანეთში უკრაინელმა აქტივისტებმა გამართეს, რამაც ესპანელი მძღოლების გაღიზიანება გამოიწვია, სიმართლეს არ შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ვიდეოები იდენტური აღწერებით სოციალურ ქსელში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში უკრაინელი ლტოლვილების შესვლის ფონზე, განსაკუთრებულად აქტიურად ვრცელდება. მსგავსი პოსტების მიზანს, როგორც წესი, უკრაინელი ლტოლვილების დისკრედიტაცია წარმოადგენს.

------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი