2022 წლის 20 ივნისს Facebook-მომხმარებელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელიც, ავტორის მტკიცებით, რუსული „კინჟალის“ რაკეტის მიერ უკრაინაში 136 მეტრის სიღრმეში არსებული იარაღის საწყობის განადგურების კადრებს ასახავს.

პოსტში მოცემული ვიდეო მონტაჟის შედეგადაა შექმნილი. აღნიშნული მასალა ინტერნეტსივრცეში პირველად ვიზუალური სპეცეფექტების სპეციალისტმა InsanePatient2-მა 28 თებერვალს Youtube-სა და TikTok-ზე ატვირთა. ორიგინალი ვიდეოს სათაურია: „რა მოხდებოდა რუსეთს ბირთვული ომი რომ დაეწყო?“, ხოლო აღწერაში ვკითხულობთ: „რა მოხდებოდა რუსეთს/პუტინს უკრაინასთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ბირთვული ომი რომ დაეწყო?“

აღნიშნული ვიდეო დეზინფორმაციული წარწერით სხვადასხვა ქვეყანაში გავრცელდა. InsanePatient2-ს საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ დაუკავშირდა. ვიზუალური სპეცეფექტების სპეციალისტმა დაადასტურა, რომ ვიდეო პროგრამა HitFilm-მის მეშვეობითაა შექმნილი და რეალურ კადრებს არ ასახავს. საგულისხმოა ისიც, რომ რუსეთმა უკრაინაში მიმდინარე ომში „კინჟალის“ ზებგერით რაკეტები დადასტურებულად პირველად არა თებერვალში, არამედ მარტში გამოიყენა.

--------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი