კორონავირუსის შესახებ ყალბი ამბები ისევ აქტიურად ვრცელდება. ამჯერად, Facebook-მომხმარებელი Levan Megrelidze სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებს, სადაც მისი მტკიცებით, „კოვიდ გეტოებია” გამოსახული: „ან დემონტაჟი რატომ არ იწყება, ან პროტესტის გრძნობა რატომ არ გვაქვს❓”

ფოტო, რომელსაც Facebook-მომხმარებელი ავრცელებს, ნამდვილად ბათუმშია გადაღებული, თუმცა იქ „კოვიდ გეტოს” არსებობა არ დასტურდება. მეტიც, აღნიშნულ შენობებში არც კოვიდ სასტუმროებია და ამ შენობებს კოვიდ პაციენტებთან არავითარი კავშირი არ აქვს. აღნიშნული კადრი კი, სავარაუდოდ, მთავარი არხის მიერ მომზადებული სიუჟეტიდან არის ამოღებული, რომელიც ბათუმში უკანონო მშენებლობებს ეხება.

ცნობისთვის, 12 შენობა, რომელზეც პოსტის ავტორი მიანიშნებს, სინამდვილეში, ქალაქ ბათუმის ცენტრში უნებართვო მშენებლობებს უკავშირდება, რომლებსაც, თავის მხრივ, თურქ მილიარდერს, გალიფ ოზთურქს უკავშირებენ. როგორც ირკვევა, ბათუმის მერიას სამშენებლო ნებართვა არც ერთ შენობაზე არ გაუცია, შესაბამისად მშენებლობა კანონის დარღვევით, შესაბამისი დოკუმენტების გარეშე გრძელდება.

ამდენად, კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ სხვა დეზინფორმაციასთან ერთად, „კოვიდ გეტოების” ბათუმში არსებობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებაში შიშის დათესვას ისახავს მიზნად და სიმართლეს არ შეესაბამება.

--------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე


მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი