Facebook-გვერდი „ლიდერი 41“ სოციალურ ქსელში ვერხოვნა რადას დეპუტატის, ოლექსეი გონჩარენკოს შესახებ ვიდეოს მანიპულაციურად ავრცელებს. პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა გონჩარენკო სცემეს, მაგრამ მოვლენების განვითარების შესაბამის დროს არ უთითებს, რითაც Facebook-მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს. გავრცელებულ მანიპულაციურ პოსტს 1200-ზე მეტი რეაქცია და 800-ზე მეტი კომენტარი აქვს.

სინამდვილეში, გავრცელებული ვიდეო, არა მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის დროს, არამედ 2014 წელს ყირიმში, სიმფეროპოლშია გადაღებული, სადაც დეპუტატს უკრაინის შეიარაღებული ძალების სანაპირო დაცვის შტაბთან ახლოს „ტიტუშკები“ დაესხნენ თავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი 2014 წელს თავად გონჩარენკომ გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ პროუკრაინელ პიკეტერებთან საუბრისა და ფრანგულ ტელევიზიასთან ინტერვიუს შემდეგ, მას 10-მდე ადამიანი დაესხა თავს. ადგილზე პოლიცია იმყოფებოდა, რომელმაც დეპუტატი თავდამსხმელებს გაარიდა. მოგვიანებით, გონჩარენკო პერევალნოეში უკრაინელ სამხედროებს შეხვდა.

შესაბამისად, გავრცელებული მტკიცება, რომ უკრაინელებმა ვერხოვნა რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო სცემეს, მანიპულაციურია და უკრაინაში ომის მიმდინარეობისას გონჩარენკოს პოზიციის გამო მის დისკრედიტაციასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი