Facebook-გვერდი - მიშინგი, სოციალურ ქსელში 20 ივნისს გამართულ აქციაზე ლაშა ბუღაძის გამოსვლის ვიდეოჩანაწერს ავრცელებს, რომელიც რედაქტირებულია და ვიდეომონტაჟს წარმოადგენს. ლაშა ბუღაძის გამოსვლა იმგვარადაა შეცვლილი, რომ დამონტაჟებულ ვიდეოში შეკითხვას - “როდესაც ვერდიქტი გამოცხადდება მას შემდეგ, მოხვალთ?” - თითქოს, ხალხი “არა”-ს პასუხობს.

სინამდვილეში, 20 ივნისის საპროტესტო აქციის სრული ჩანაწერიდან, კერძოდ, 2:13:08-ზე, ცხადი ხდება, რომ ლაშა ბუღაძის შეკითხვას - “როდესაც ვერდიქტი გამოცხადდება მას შემდეგ, მოხვალთ?” - ხალხი უარყოფითად არ პასუხობს. ჩანაწერის მოცემულ მონაკვეთში აქციის მონაწილეების ყიჟინა და დადებითი პასუხი - „კი“, ისმის.

აღნიშნული ვიდეო იმგვარად არის დამონტაჟებული, რომ რადიკალურად ცვლის მომხდარს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ამდენად „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, Facebook-გვერდზე სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო ლაშა ბუღაძის გამოსვლას ამახინჯებს, ვიდეომონტაჟს წარმოადგენს და შესაბამისად, ყალბია.

----------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5398 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი