ირაკლი ღარიბაშვილი: პირველ ადგილზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება არის სიმართლე

ანალიზი:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ბიუჯეტის ღიაობის 2021 წლის რეიტინგთან დაკავშირებით განაცხადა: „პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში ბიუჯეტის გამჭვირვალობის კუთხით“.

ბიუჯეტის ღიაობის ინდექსს „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა“ (IBP) აქვეყნებს და მის მიზანს ცალკეულ ქვეყნებში საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობის შეფასება წარმოადგენს. კვლევის შედეგები 228 კითხვისგან შემდგარ კითხვარზეა დაფუძნებული, რომელზეც ძირითადად მკვლევრები ქვეყნის სამოქალაქო სექტორიდან (მაგ: საერთაშორისო გამჭვირვალობა) მუშაობენ. ღია ბიუჯეტის ინდექსის დაანგარიშებაში 109 განსხვავებული ინდიკატორია გამოქვეყნებული. კვლევის მიზანს წარმოადგენს, შეფასდეს, მთავრობა რვა ძირითადი საბიუჯეტო დოკუმენტის (ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიღებული კანონი, მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი, სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების ანგარიშები, სახელმწიფო ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანგარიში, სახელმწიფო ბიუჯეტის თორმეტი თვის შესრულების ანგარიში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ) დროულ გამოქვეყნებას რამდენად უზრუნველყოფს და არის, თუ - არა მათში ინფორმაცია სრულყოფილად ასახული.

აღსანიშნავია, რომ „ღია ბიუჯეტის ინდექსით” მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა ფასდება. მეორე მხრივ, „საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა” ბიუჯეტის ეფექტიან ზედამხედველობას და მოქალაქეთა ჩართულობას ცალკე აფასებს. 2022 წლისთვის, საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფის მხრივ საქართველომ 44 ქულა (მსოფლიოში მე-4 ადგილი) მიიღო, ბიუჯეტზე ზედამხედველობის მხრივ კი - 74 ქულა (21-ე ადგილი).

ცხრილი 1: ღია ბიუჯეტის ინდექსი, 2006-2021 წლები

წყარო: საერთაშორისო საბიუჯეტო პარტნიორობა

როგორც ცხრილიდან ჩანს, საქართველოს შემთხვევაში, თავისთავად ინდექსის შესაბამისი ქულა გაუმჯობესების ტენდენციით ხასიათდება და 2006-2021 წლებში 34-დან 87 ქულამდე გაიზარდა. შესაბამისად, რეიტინგში ადგილის ცვლილების ტენდენციაც პოზიტიურია. 2006 წელს საქართველო, მოცემული პარამეტრით, 40 ქვეყანას შორის 30-ე ადგილს იკავებდა, 2019 წლის მონაცემებით კი, 120 ტერიტორიულ ერთეულს შორის - პირველ ადგილზეა. საქართველოს შემდეგ, მოწინავე პოზიციებს სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, შვედეთი, მექსიკა და ნორვეგია იკავებს.


პერსონები

მსგავსი სიახლეები

5363 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი