სოციალურ ქსელ ფეისბუქის მომხმარებელმა - „სულიერი სამყარო“ - გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია 3D (სამ განზომილებიანი) ტექნოლოგია, რომელიც ავტორის მტკიცებით „უკვე დამონტაჟებულია თანამგზავრებზე და მზადაა მასობრივი მოტყუებისთვის..."

კომენტარების სექციაშიც მომხმარებლები წერენ, რომ ეს არის ილონ მასკის სახე და ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ადამიანების მოტყუებას შეეცდებიან. ზოგიერთი მათგანი ამას რელიგიასაც კი უკავშირებს...

სინამდვილეში, ვიდეოში ნაჩვენები გამოსახულება არა რაღაც ახალი და ამოუცნობი ტექნოლოგია, არამედ უბრალოდ მონიტორებზე გაშვებული ვიდეოა, რომელიც 3D ეფექტს ქმნის.

კონკრეტულად ამ ვიდეოში ნაჩვენები მონაკვეთი, ლას ვეგასში, სასტუმრო SLS-ში განთავსებულ ე.წ ჭერის მონიტორზე გაშვებული 3D ანიმაციისთვის გადაღებული ვიდეოდანა ამოჭრილი. იხილეთ ვიდეო 1 და ვიდეო 2.

3D ტექნოლოგია სიახლეს არ წარმოადგენს. ამ ტექნოლოგიის განვითარება ჯერ კიდევ 1900-იან წლებში დაიწყო. პირველ 3D ფილმად 1920 წელს გამოსული „სიყვარულის ძალა“ (Power of Love) მიიჩნევა, რომლის ჩვენებაც ლოს-ანჯელესში შედგა დახურული აუდიტორიისთვის. ამ ტექნოლოგიის მასობრივად დანერგვის პირველი მცდელობები ამერიკაში 50-იან წლებში იყო. თუმცა, 3D კინემატოგრაფიაში გარდამტეხ მოვლენად 2009 წელს ყველასთვის კარგად ნაცნობი ფილმის - „ავატარი“ - გამოსვლა ითვლება, რის შემდეგაც ეს ტექნოლოგია უკვე თანამედროვე კინემატოგრაფიის განუყოფელ ნაწილად იქცა.

შესაბამისად, პოსტის ავტორის მიერ, ლას-ვეგასის ერთ-ერთ სასტუმროში განთავსებულ 3D მონიტორებზე გასული ვიდეოს ჩვენებით, იმის მტკიცება, რომ ეს ტექნოლოგია დამონტაჟებულია თანამგზავრებზე და ამით ადამიანების მასობრივ მოტყუებას აპირებენ, მანიპულაციაა და სიმართლეს არ შეესაბამება.

------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი