რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ, პარასკევს, 25 თებერვალს, თავის გარემოცვასთან ერთად კიევი დატოვა და თავი დასავლეთ უკრაინას შეაფარა.

აღსანიშნავია, რომ რუსული აგრესიის მთავარ სამიზნედ კიევი და პრეზიდენტი ზელენსკი აგრესიის დაწყების პირველივე საათებიდან იქცა. დასავლელი პარტნიორების შეთავაზების მიუხედავად, პრეზიდენტი ზელენსკი კიევში რჩება და უკრაინის ბრძოლას რუსული აგრესიის წინააღმდეგ კიევიდან ხელმძღვანელობს. გავრცელებული ყალბი ამბების საპასუხოდ, რომ თითქოს უკრაინის პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა კიევი დატოვა, ზელენსკიმ 26 თებერვალს, თავის ოფიციალურ გვერდზე, კიევის ცენტრიდან ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. ვიდეოში მან აღნიშნა, რომ ქალაქის დატოვებას არ აპირებს და მოსახლეობას მოუწოდა, არ დაუჯერონ გავრცელებულ ყალბ ამბებს, თითქოს მან დედაქალაქი დატოვა.

გარდა აღნიშნული გამოსვლისა, უკრაინის პრეზიდენტი ყოველდღიურად კიევიდან სპეციალურ მიმართვებს ავრცელებს და კიევიდან წასვლას არ აპირებს (იხ. პრეზიდენტ ზელენსკის ოფიციალური Facebook გვერდი).

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი