2022 წლის 24 თებერვალს, სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელდა სამხედრო თვითმფრინავების ვიდეო. აღნიშნული ვიდეოები სხვადასხვა აღწერით გამოაქვეყნეს Facebook-გვერდმა „კარდჰუ“, ალტ-ინფოს წამყვანმა ნიკოლოზ მჟავანაძემ და ბლოგერმა ბექა ვარდოსანიძემ. აღწერებიდან გამომდინარე, კადრები უკრაინაში იყო გადაღებული და რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების მიერ უკრაინის დაბომბვას ასახავდა. რეალურად, კონკრეტული ვიდეოში რუსეთში, 2020 წლის „გამარჯვების დღესთან“ დაკავშირებული სამხედრო აღლუმის რეპეტიციის ამსახველი კადრებია წარმოდგენილი.

რეალურად, კონკრეტული კადრები არა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე საჰაერო თავდასხმას ასახავს, არამედ მოსკოვის მახლობლად 2020 წელს სამხედრო აღლუმის რეპეტიციის კადრებს. ვიდეო მარტივად იძებნება YouTube სხვადასხვა გვერდზე სათაურით - „აღლუმის რეპეტიცია 05/04/2020. საჰაერო ნაწილი. თვითმფრინავის ფრენა ტუშინოს თავზე“. ამდენად, ვიდეო 2020 წელს რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმის რეპეტიციის დროსაა გადაღებული და მას 2022 წლის მოვლენებთან კავშირი არ აქვს.

2020 წლის 9 მაისისთვის სამხედრო აღლუმის რეპეტიციას BBC-ც გამოეხმაურა. „მოსკოვში „გამარჯვების აღლუმის“ საჰაერო ნაწილის რეპეტიცია გაიმართა. წვიმიანი ამინდის მიუხედავად, რუსეთის დედაქალაქის თავზე 70-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავი და ვერტმფრენი გადაფრინდა“,- ვკითხულობთ სტატიაში.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო არა 2022 წელს უკრაინაში, არამედ 2020 წლის მაისში, რუსეთში სამხედრო აღლუმისთვის მზადების პროცესშია გადაღებული.

----------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი