სოციალურ ქსელში, Facebook-მომხმარებელმა Ramzes Pervi-მ სამოქალაქო აქტივისტის, ნოდარ რუხაძის ფოტო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით - „ნოდარ რუხაძე: ქოც.ტროლებს ვპასუხობ შეკითხვაზე, თუ რატომ თავად არ მივდივარ საომრად უკრაინაში?! მე და ჩემნაირები თუ წავედით, საქართველოს ვინ დაიცავს?“. პოსტი მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნული ციტატა სამოქალაქო აქტივისტს, ნოდარ რუხაძეს ეკუთვნის.

რეალურად, Facebook-გვერდების მიერ გამოქვეყნებული ციტატა გამოგონილია. რუხაძის მსგავსი განცხადება ღია წყაროებში, მათ შორის, მის საკუთარ Facebook-პროფილზეც არ იძებნება.

სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე რუსეთ-უკრაინას შორის ბოლოდროინდელ დაძაბულობას აქტიურად ეხმაურებოდა და უკრაინას სოლიდარობას უცხადებდა. სწორედ აღნიშნული მხარდაჭერაა მის წინააღმდეგ პრორუსული ჯგუფების მხრიდან დისკრედიტაციის მცდელობის მიზეზი.

-------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5416 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი