3 თებერვალს Facebook-მომხმარებელმა, Zviad Gogiashvili-მა, გაავრცელა პოსტი, რომელსაც თან ახლავს იაპონიაში, ოსაკაში, გამართული G20-ის მსოფლიო ეკონომიკური სამიტის შეხვედრის ამსახველი ვიდეო. Facebook-მომხმარებელი თავის პოსტში ყურადღებას ამახვილებს ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს, მიერ კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასთინ ტრუდოს, მიმართ გაკეთებულ ჟესტზე.

იხ, Facebook-პოსტი:

როგორც პოსტზე დართული ვიდეოს ფრაგმენტიდან ჩანს, ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარო, კანადის პრემირ-მინისტრის, ჯასთინ ტრუდოს, მისალმებას თავს არიდებს და მის მაგივრად გვერდით მჯდომ ლიდერს ართმევს ხელს. აღსანიშნავია,რომ ვიდეოში ბრაზილიის პრეზიდენტი სატვირთო მანქანის მძღოლისთვის დამახასიათებელი რეკვიზიტებით ჩნდება. ქუდი, რომელსაც ჟაირ ბოლსონარო ატარებს, კანადის დროშის ფერებსა და სიმბოლოს ატარებს. Facebook-მომხმარებელი ცდილობს ბრაზილიის პრეზიდენტის ჟესტი, რომლითაც მან ჯასთინ ტრუდოს მისალმება უგულებელყო, კანადაში ამჟამად მიმდინარე სატვირთო მანქანების მძღოლების პროტესტს დაუკავშიროს.

სინამდვილეში, Facebook-მომხმარებლის მიერ გავრცელებული ვიდეო მხოლოდ შერჩევითად ამოღებულ ფრაგმენტს წარმოადგენს. ვიდეოში, რომელიც G20-ის მსოფლიო ეკონომიკურ სამიტზე მსოფლიო ლიდერების შეკრებას ასახავს, ბრაზილიის პრეზიდენტი კანადის პრემიერ-მინისტრის ხელს ართმევს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან, სკოტ მორისონთან, მისალმების შემდეგ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდეოში ასახული G20-ის მსოფლიო ეკონომიკური სამიტი იაპონიაში, ოსაკაში, 2019 წელს 28 ივნისს გაიმართა, ხოლო სატვირთო ავტომობილების მძღოლების პროტესტი დასავლეთ კანადაში სავალდებულო Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიმართ, 2022 წლის 9 იანვარს დაიწყო.

--------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი