სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის მიხედვით, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ვან დერ ლეიენი უახლოეს მომავალში, ევროპის კონტინენტის სამართავად, ციფრულ ტვინს ქმნის.

იხ.Facebook პოსტი

აღნიშნული მტკიცების მხარდასაჭერად, Facebook-პოსტში ევროკომისიის პრეზიდენტისა და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის კლაუს შვაბის ვიდეოკონფენფერენციის ჩანაწერია მოცემული.

2022 წლის 20 იანვარს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს ევროპული ჩიპების აქტის მიღებასთან დაკავშირებით ისაუბრა. აქტის მიღება თებერვალში იგეგმება. ქართულ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვერსია, რომ აღნიშნული დოკუმენტი ადამიანების კონტროლისთვის იქმნება, შეთქმულების თეორიას წარმოადგენს.

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საუბრისას ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეისათვის ევროპის ნახევარგამტარების ბაზრის გლობალური წილი მხოლოდ 10%-ია და ევროპისთვის საჭირო მარაგები ძირითადად კონტინენტის მიღმა რამდენიმე მწარმოებელზე მოდის. ევროკომისიის მიზანია, რომ აღნიშნული დამოკიდებულება შემცირდეს და 2030 წლისათვის მიკროჩიპების პროდუქციაში ევროპის წილი გლობალური წარმოების 20% გახდეს.

აქტი პროცესორებისა და ნახევარგამტარული ტექნოლოგიების ევროპულ ალიანსს ეფუძნება, რომელიც მიკროჩიპების წარმოებაში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირებას და კომპანიების განვითარებისთვის საჭირო ტექნოლოგიების განვითარებას ისახავს მიზნად. მიკროჩიპები, რომელთა შესახებაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ისაუბრა, გულისხმობს მასალებს, რომლებიც მათ შორის - მობილურ ტელეფონებში, კომპიუტერებსა და სხვა ელექტრონულ დანადგარებში, გამოიყენება.

შესაბამისად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია ყალბია. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებას ციფრული ტვინის შექმნასთან და მით უფრო, ამით მთელი ევროპულ სივრცეზე კონტროლის დამყარებასთან, კავშირი არ აქვს.

-------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი