იტვირთება

24 იანვარს Facebook-მომხმარებელმა, ბიბლიის მორწმუნე ქრისტიანები, გამოაქვეყნა პოსტი აღწერით: „ბარსელონა ტირანიული ფაშიზმის წინააღმდეგ წუხელ…“. პოსტს თან ვიდეო ახლავს. აღნიშნული ვიდეო სამართალდამცავებსა და პროტესტის მონაწილეებს შორის დაპირისპირებას ასახავს.

იხ. Facebook-პოსტი:

როგორც აღნიშნული ვიდეოდან ჩანს, სპეცრაზმსა და პროტესტის მონაწილეებს შორის მწვავე დაპირისპირებაა. Facebook-მომხმარებლის მიზანია აღნიშნული მწვავე დაპირისპირება კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ ბარსელონის მცხოვრებლების პროტესტად წარმოაჩინოს.

სინამდვილეში, Facebook-მომხმარებლის პოსტზე თანდართული ვიდეო სრულიად სხვა პროცესებს ასახავს. კერძოდ, ვიდეოში ასახული დაპირისპირება სპეცრაზმსა და პროტესტის მონაწილეებს შორის ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში ნამდვილად მოხდა. თუმცა კოვიდრეგულაციები აღნიშნული დაპირისპირების გამომწვევი მიზეზი არ ყოფილა. პროტესტი 2021 წლის 17 თებერვალს ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ესპანელი რეპერი, პაბლო ჰასელი, ტვიტერის ანგარიშზე ესპანეთის მონარქიისა და პოლიციის შესახებ შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო დააპატიმრეს. გარდა ამისა, რეპერი ტერორიზმის მხარდაჭერაშიც დაადანაშაულეს, რაც, საბოლოოდ, მისი დაპატიმრებით დასრულდა. პაბლო ჰასელს 9 თვე მიესაჯა.

წყარო :DW

რაც შეეხება თავად პროტესტს, მშვიდობიანი მანიფესტაცია ესპანელი რეპერის, პაბლო ჰასელის, მხარდასაჭერად, პროტესტის მე-5 დღეს სპეცრაზმსა და პროტესტის მონაწილეებს შორის მწვავე შეტაკებებში გადაიზარდა. დაპირისპირებას 80-მდე ადამიანის დაკავება მოჰყვა , 100-ზე მეტმა ადამიანმა კი სხვადასხვა ტიპის დაზიანება მიიღო.

წყარო: Independent

წყარო: Euronews

ამდენად, Facebook-მომხმარებლის, „ბიბლიის ქრისტიანი მორწმუნეების“, მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულ დაპირისპირებას კოვიდრეგულაციების საწინააღმდეგო პროტესტთან არავითარი კავშირი არ აქვს.

---------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

ფაქტ-მეტრი გადაცემაში "მრგვალი მაგიდა"

იხილეთ ვრცლად
3898 - გადამოწმებული ფაქტი
ყალბი ამბავი
24%
სიმართლე
20%
მეტწილად სიმართლე
11%
ნახევრად სიმართლე
9%
მეტწილად მცდარი
7%

ყველაზე კითხვადი