სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის მიხედვით, საფრანგეთში, 29 წლის მორაგბე ჟორდან მიშალე გარდაიცვალა, ხოლო მომხდარი Pfizer-ის ვაქცინას უკავშირდება. Facebook-პოსტში გამოყენებული მორაგბის ფოტოსურათი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სპორტსმენი შეუძლოდ თამაშის დროს გახდა. სინამდვილეში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საკითხთან არაფერ შუაშია და მიშალე არც მოედანზე გამხდარა შეუძლოდ.

იხ. Facebook-პოსტი

29 წლის ფრანგი მორაგბე, რომელიც სარაგბო კლუბ Rouen Normandie Rugby-ის წევრი იყო, 18 იანვარს საფრანგეთის ქალაქ რუანში, მშენებარე ბინის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს, ფაქტზე კი გამოძიება თვითმკვლელობის კუთხით მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ მიშალე შენობიდან გადახტა.

ამდენად, ახალგაზრდა მორაგბის სიკვდილის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირება გამოგონილია და ყალბ ამბავს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ყალბი ამბის გამავრცელებლები სპორტსმენების გარდაცვალებასა და ვაქცინას შორის კავშირებზე ცრუ ინფორმაციას ხშირად ავრცელებენ, რაზეც ფაქტ-მეტრი აქამდეც წერდა.

-------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი