სოციალურ ქსელში ვიდეოინტერვიუს მონაკვეთი ვრცელდება, სადაც რესპონდენტი ჟურნალისტთან საუბარში აცხადებს: „თუ სერიოზულად ვისაუბრებთ და შევეხებით ამ ტიპის კულტურულ არტეფაქტებს, მათ შორის სამზარეულოსაც, დიახ, ბორში არის სომხური ეროვნული კერძი“.

გავრცელებული ვიდეო სომხეთის „კავკასიის ინსტიტუტის“ დირექტორთან, პოლიტოლოგ ალექსადრე ისკანდარიანთან ინტერვიუს ერთ-ერთ მონაკვეთს წარმოადგენს.

ვიდეო მანიპულაციური სათაურით „ბორში სომხური ნაციონალური კერძია“ გავრცელდა ჯგუფში „დედაქალაქი“ და ცალკეული ფეისბუქ მომხმარებლების პროფილებზე.

რეალურად, „საინფორმაციო რადიო 106.5“ -ის ეთერში ინტერვიუ სომხებზე გავრცელებულ მითებს ეხება. ინტერვიუში ისკანდარიანი ნაციონალური კერძების თაობაზე გავრცელებულ მითებსაც ეხება.

„ჩაიც ითვლება აზერბაიჯანის ნაციონალურ სასმელად, თუმცა ჩაი ჩინეთის ნაციონალური სასმელიცაა და ასევე ინგლისის, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში ის არც იზრდება. რაშია პრობლემა?! სალათა „ოლივიე“ კი სომხური, აზერბაიჯანული, ქართულია და ასე შემდეგ. თუ სერიოზულად მივეკიდოთ ამ ტიპის არტეფაქტებს, დიახ, ბორშჩი სომხური ნაციონალური კერძია. ჩემი ნათქვამის კონტექსტიდან მოჭრა და გავრცელება შეუძლიათ. ეს არანაირად არ არის უკრაინის „პირველობის“ უფლების დარღვევა. ბორშჩის გაკეთება ნებისმიერ სომეხ ქალს შეუძლია, და განსხვავებულად. იგივე შეეხება „ოლივიეს“. კულტურა ამგვარად „მუშაობს“ მუღამიდან და სახელებიდან დაწყებული, რელიგიით დამთავრებული“.

ამდენად, ვიდეოს სრულ მონაკვეთში ჩანს, რომ გადაცემის სტუმარი ბორშჩს სომხურ სამზარეულოს წარმოშობის კუთხით არ უკავშირებს. ისკანდარიანი კულტურულ არტეფაქტებზე და მათ შორის, კერძებზე, საუბრობს და როგორც ბორშჩის, ასევე გადაცემაში ნახსენებ სხვა მაგალითებით აჩვენებს, რომ ერთ კულტურაში წარმოშობილი კერძი შესაძლოა, სხვა კულტურისა თუ ერის სამზარეულოს ნაწილადაც იქცეს.

------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი