10 იანვარს, Facebook-ანგარიშმა „ანტილიბერალური დოქტრინა“ პოსტი გამოაქვეყნა, რომელზეც მამუკა ხაზარაძის ფოტოზე გაყალბებული ციტატა არის დატანილი: „ეს ყველაფერი პირადად ვლადიმერ პუტინის დავალებით ხდება, არ ვჭირდები თავისუფლებაზე, რადგან ისე როგორც მიშა მეც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი ვარ“.

სინამდვილეში, მამუკა ხაზარაძეს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. „ლიბერალური დოქტრინის“ მიერ გავრცელებული მასალა არც ერთ მედია საშუალების ვებგვერდზე, მათ შორის არც მამუკა ხაზარაძის პირად Facebook-პროფილზე, არ იძებნება. ამდენად, Facebook-ანგარიშმა „ანტილიბერალური სივრცე“, მამუკა ხაზარაძის ყალბი ციტატა გაავრცელა.

სავარაუდოდ, ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული ყალბი პოსტი, „პარტია ლელოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა, ბადრი ჯაფარიძის და ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ე.წ. „ფულის გათეთრების“ საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს უკავშირდება.

ცნობისთვის, ხაზარაძე-ჯაფარიძეს პროკურატურა ჯგუფურად დაახლოებით 16,7 მლნ აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ხოლო ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, ჯაფარიძე-ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

დღეს, 11 იანვარს ჩანიშნული სასამართლო სხდომის შემდეგ ხაზარაძემ ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, რომ კონკრეტული საქმე არ არის „ფულის გათეთრების“ თემა და მას პოლიტიკური მიზნები ახლავს თან. „ეს ხომ არის აბსურდი. აქ საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან და იმასთან, რომ აქ იყოს ეს ოლიგარქიული სისტემა, რუსული მენტალიტეტით ქვეყნის მართვა და ისეთ ჩამორჩენილ მდგომარეობაში ქვეყნის ყოფნა, სადაც მანიპულირება, არჩევნების გაყალბება და ხალხის მოტყუება არის ნორმა“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

წყაროს შესახებ:

ISFED-ის თანახმად, Facebook გვერდი „ანტილიბერალური დოქტრინა“ ოპოზიციის მადისკრედიტირებელი გვერდია. ის ძირითადად მიმართულია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", მიხეილ სააკაშვილის და "ევროპული საქართველოს" წინააღმდეგ. გვერდი ასევე გამოირჩევა ანტილიბერალური განწყობით, ხშირია ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის პოსტები.

---------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი