სოციალურ ქსელში გავრცელებული დეზინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ვაქცინაციის შესახებ საუბრისას, განაცხადა: „ყველა ადამიანი, რომელიც ახლა საავადმყოფოშია, აცრილია და უფრო მეტიც, ყველა გარდაცვლილი ადამიანი აცრილია".

იხ. Facebook-პოსტი

სინამდვილეში, გავრცელებული მასალა რედაქტირებულია და ვიდეომონტაჟს წარმოადგენს. აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის გამოსვლა იმდაგვარადაა შეცვლილი რომ, როდესაც ის რეალურად ამბობს სიტყვას „არავაქცინირებული“ (unvaccinated), მონტაჟის შედეგად ისმის სიტყვა „ვაქცინირებული“ (vaccinated). კამალა ჰარისის 2021 წლის 13 ივლისის, გამოსვლის არარედაქტირებული ჩანაწერი, სადაც კამალა ჰარისი სიტყვით გამოდის დეტროიტში, მიჩიგანში, ვაქცინაციის ხელშესაწყობად გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე (17:10-დან).

ვიდეოში მკაფიოდ ისმის, რომ კამალა ჰარისი სინამდვილეში იმის საპირისპიროს ამბობს, რაც რედაქტირებულ ვიდეოში და პოსტის აღწერაში გვხვდება. ვიცე-პრეზიდენტი საუბრობს, რომ პრაქტიკულად ყველა ადამიანი ვინც საავადმყოფოში იმყოფება არის არავაქცინირებული და თითქმის უკლებლივ ყველა ადამიანი, ვინც ბოლო ხანებში გარდაიცვალა, ასევე არავაქცინირებული იყო.

ვინაიდან აღნიშნული ვიდეო იმდაგვარად არის რედაქტირებული რომ რადიკალურად ცვლის კამალა ჰარისის განცხადების შინაარს, „ფაქტ-მეტრის“ შეფასებით, როგორც ვიდეო, ასევე თავად ავტორის მიერ გაკეთებულა აღწერა, არის ყალბი ამბავი.

------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი