Facebook-მომხმარებელმა გაბრიელ მიქელაძემ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც HIV ვირუსზეა საუბარი. პოსტის თანახმად, დოქტორმა რობერტ უილნერმა HIV ვირუსის მეშვეობით ადამიანთა მასობრივი გენოციდი ამხილა. პოსტს თან ვიდეოც ახლავს, რომელიც 1994 წლის 7 დეკემბერს, წიგნის "Deadly Deception the Proof That Sex And HIV Absolutely Do Not Cause AIDS" („მომაკვდინებელი სიცრუე - მტკიცებულება, რომ სქესობრივი კავშირი და HIV საერთოდ არ იწვევს შიდსს“) პრეზენტაციიდანაა. პოსტში აღნიშნულია ისიც, რომ დოქტორმა HIV-დადებითი პაციენტისგან აღებული სისხლი საკუთარ სხეულში შეიყვანა და შედეგად არ დაავადდა, რითაც მან დაადასტურა, რომ შიდსის დაავადებას HIV ვირუსი არ იწვევს. სინამდვილეში, პოსტში ყალბი მტკიცებებია გაჟღერებული.

როგორც ლიეტუვური ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Delfi წერს, დოქტორი უილნერის მტკიცებები ყალბია და არამეცნიერული. მის მიერ მოყვანილი მტკიცებები და ფაქტები, რომ შიდსი საშიში ვირუსული დაავადება არ არის, ჯერ კიდევ მისი წინამორბედი მეცნიერის, პიტერ დიუსბერგის შრომებს ეყრდნობა, რომელიც შიდსის არსებობას ასევე უარყოფდა.

დოქტორი რობერტ უილნერი ძირითადად ალტერნატიული მედიცინით იყო დაინტერესებული. 1990 წელს მან სამედიცინო ლიცენზია სხვადასხვა საჩივრისა და შიდსით დაავადებული პაციენტის ოზონით მკურნალობის გამო დაკარგა (აშშ ოზონით მკურნალობა დაშვებული არ იყო). ლიცენზიის დაკარგვის შემდეგ, დოქტორმა უილნერმა თავისი ნაშრომი -„მომაკვდინებელი სიცრუე - მტკიცებულება, რომ სქესობრივი კავშირი და HIV საერთოდ არ იწვევს შიდსს“- გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ უილნერისა და დიუსბერგის არამეცნიერული მტკიცებები სამეცნიერო და სამედიცინო საზოგადოებაში არაერთგზის უარყვეს. სწორედ 1994 წლის პრესკონფერენციის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ყველაზე ციტირებად ინტერდისციპლინურმა სამეცნიერო ჟურნალმა სამთვიანი კვლევა ჩაატარა, რომელშიც დიურბერგის მიერ შიდსის უარყოფის თაობაზე შექმნილ ნაშრომებს აანალიზებდა. მიუხედავად იმისა, რომ სამეცნიერო ჟურნალიდან კვლევის პერიოდში მკვლევრები სხვა 50 კოლეგასა და თავად დიუსბერგსაც ესაუბრნენ, მათ რამე დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ აივ ვირუსი შიდსს არ იწვევს, ვერ იპოვეს. მკვლევრებმა დიუსბერგის არგუმენტები - მათი სამეცნიერო ლიტერატურიდან შერჩევითად შეგროვებისა (ის არ ეხებოდა იმ ლიტერატურას, რომელიც მის ჰიპოთეზას უარყოფდა) და გაყალბების გამო, არაერთგზის გააკრიტიკეს. ამდენად, როგორ დიუსბერგის, ისე უილნერის მტკიცებები შიდსთან და აივ ვირუსთან დაკავშირებით, არამეცნიერულია და სიმართლეს არ შეესაბამება.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ დოქტორი უილნერი და დოქტორი დიუსბერგი არ არიან ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ აივ ვირუსი შიდსის გამომწვევი არ არის. მსგავსი მტკიცებები არაერთგზის გავრცელებულა. ცნობისთვის, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) რნმ-ზე დაფუძნებული ინფექციაა, რომელიც ქრონიკულ და სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო დაავადებას იწვევს, რომელსაც შეძენილ იმუნოდეფიციტის სინდრომს (შიდს) უწოდებენ. ადამიანებში ეს ვირუსი სისხლის თეთრ უჯრედებს აინფიცირებს და ანადგურებს, რომლებსაც დამხმარე T ლიმფოციტებს უწოდებენ (T ლიმფოციტების ერთ-ერთი ტიპი). ეს კი ადამიანის იმუნურ სისტემას აფერხებს, მის ინფექციასთან ბრძოლის უნარს ამცირებს და კიბოს განვითარების რისკს ზრდის. გარდა ამისა, ამ ლიმფოციტების განადგურებამ შეიძლება სხეულზე პირდაპირი გავლენაც იქონიოს - შეშუპება და ქსოვილების დაზიანება გამოიწვიოს.

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი