27-29 ნოემბერს სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ მეგი გოცირიძის გაყალბებული ციტატა აქტიურად გავრცელდა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5).

იდენტური ვიზუალით, თუმცა განსხვავებული ციტატით ფოტომასალა ჯერ კიდევ 2017 წელს ვრცელდებოდა. 2017 წლის 21 აპრილს მედია პორტალმა GeoDigest-მა გამოაქვეყნა მეგი გოცირიძის მოცემული ფოტო, აღწერით: „მეგი გოცირიძე ყოფილი დეპუტატი” ახალი თაობისთვის ” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ შესძულდა საქართველო და შესაბამისად, აღარც სექსი უნდა ამ ქვეყანაში და აღარც არაფერი!“ ფოტომასალის ბოლოს მითითებულია გაზეთი „ახალი თაობა“ (იხ. ფოტო).


გაზეთ „ახალი თაობის“ არქივებში მეგი გოცირიძის მსგავსი სახის განცხადებები არ იძებნება. აღნიშნული განცხადება გოცირიძეს არც რომელიმე მედია საშუალებით გაუკეთებია. მოცემული ფოტომასალები დამუშავების შედეგადაა მიღებული და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს გოცირიძემ გაზეთ „ახალ თაობასთან“ მსგავსი განცხადება გააკეთა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი