სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ბარამიძესთან დაკავშირებით ყალბი ფოტომასალა ვრცელდება. გიორგი ბარამიძის ფოტოს თან ერთვის ციტატა: „სააკაშვილი არსად გამქცევი არ არის და მით უფრო მაშინ, როდესაც ახლად მოყვანილი ცოლი ჰყავს. გამოუშვით, იმკურნალებს და დაბრუნდება“, - აღნიშნული ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ეს სიტყვები ბარამიძეს ეკუთვნის.

სინამდვილეში, მსგავსი სიტყვები ბარამიძეს არსად გაუჟღერებია. მსგავსი განცხადება არცერთი მედია საშუალების ვებგვერდზე და არც გიორგი ბარამიძის Facebook-გვერდზე არ იძებნება. ზემოთ მოცემული ციტატა გამოგონილია. სოციალურ ქსელში გავრცელებული რედაქტირებული ფოტომასალა Facebook- მომხმარებელთა ნაწილის მიერ აღქმული იყო როგორც ხუმრობა, თუმცა ნაწილმა ციტატა სინამდვილედ აღიქვა.

---------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი