2021 წლის 26 ნოემბერს, Facebook-ანგარიშმა - ბოლო ჟამის ქრისტიანები - ვაქცინაციასთან დაკავშირებით მორიგი შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია გაავრცელა. გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, ვაქცინირებულმა მოტომრბოლელმა, პედრო აკოსტამ, ბრიფინგის დროს გონება დაკარგა:

ინფორმაცია, რომ 17 წლის მოტომრბოლელმა ბრიფინგის დროს ცოტა ხნით გონება დაკარგა, სიმართლეა. თუმცა არც ესპანურ და არც რომელიმე საერთაშორისო მედიაში ეს შემთხვევა ვაქცინასთან დაკავშირებული არაა. გამოცემები Moto Sprint, Cuatro, ABC Motos, Eraldo, 20minutos მომხდარის შესახებ ერთსა და იმავე ინფორმაციას ავრცელებენ. წყაროების თანახმად, 18 ნოემბერს მსოფლიო ჩემპიონი მოტორბოლაში თავის წარმატებაზე სასაუბროდ ბრიფინგს მართავდა. შეხვედრას ჟურნალისტები და ესპანეთის ერთ-ერთი რეგიონის, მურციის, პრეზიდენტიც ესწრებოდა, რომელმაც აკოსტა იატაკზე დაცემას გადაარჩინა.

მოტომრბოლელი რამდენიმე წუთში გონს მოვიდა. ესპანური მედია აცხადებს, რომ წინა ღამით აკოსტას სიცხე ჰქონდა, თუმცა მნიშვნელოვანი შეხვედრის გამოტოვება არ სურდა. როგორც მან მედიას განუცხადა, ბრიფინგზე დიდი რაოდენობის ჟურნალისტის დასწრებას არ ელოდა, რამაც მასზე დამატებითი ზეწოლა იქონია. „ამდენმა კამერამ დამსტრესა, არ ველოდი, თუ ასეთი დიდი შეხვედრა იქნებოდა“,- განაცხადა მრბოლელმა გონზე მოსვლისას.

,,ბოლო ჟამის ქრისტიანების’’ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მრბოლელის გონების დაკარგვა ვაქცინამ გამოიწვია, ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია. მსგავსი უსაფუძვლო მტკიცებები მხოლოდ YouTube-ზე, Twitter-სა და Reddit-ზე გამოქვეყნებული ვიდეოების კომენტარებშია გამოთქმული:

ამრიგად, ინფორმაცია, რომ ესპანელმა მოტომრბოლელმა ვაქცინის გამო გონება დაკარგა, მანიპულაციაა. Facebook-ანგარიში „ბოლო ჟამის ქრისტიანები“ ვაქცინაციის პროცესის შესაფერხებლად დეზინფორმაციას სისტემურად ავრცელებს. იხილეთ „ფაქტ-მეტრის“ სტატიები: ბმული 1, ბმული 2, ბმული 3.

-------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი