Facebook-მომხმარებელმა ნინო ნინო-მ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც პრინცი ჩარლზი და უნიფორმაში გამოწყობილი უცნობი მამაკაცი ჩანან, რომელიც რამდენიმე წამის შემდეგ გონებას კარგავს და ძირს ვარდება. პოსტის აღწერის მიხედვით ვიდეო ამცრელ პუნქტში არის გადაღებული, ხოლო ვიდეოს ბოლოში კი ეკრანზე წარწერა ჩნდება - „IT’S NOT VACCINE. IT’S A BIOWEAPON. #RESIST” (ეს ვაქცინა არ არის. ეს ბიოლოგიური იარაღია. #შეეწინააღმდეგე). რეალურად, პოსტი მანიპულაციურია და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

სინამდვილეში, ვიდეო არ აღწერს ვაქცინირებული ადამიანის გონების დაკარგვის ფაქტს ამცრელ პუნქტში, ვიდეო ვაქცინების გლობალურ გავრცელებამდე თვეებით ადრე, 2020 წლის ივლისში არის გადაღებული.

Google-ის ფოტოს საძიებო სისტემის (GOOGLE reverse image search) მეშვეობით ვიდეო ინტერნეტ სივრცეში მარტივად იძებნება. ძიების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ კონკრეტული ვიდეო ბრიტანულმა გამოცემა The Telegraph-მა YouTube-არხზე 2020 წლის 9 ივლისს ატვირთა შემდეგი დასახელებით - „ASDA-ს თანამშრომელმა პრინცი ჩარლზის თვალწინ გონება დაკარგა“.

ვიდეოს აღწერაში კი ვკითხულობთ - „ASDA-ს თანამშრომლის გულის წასვლის ფაქტი პრინცი ჩარლზის თვალწინ გადაღებულია პრინცის ვიზიტის დროს სუპერმარკეტების სადისტრიბუციო ცენტრში. მამაკაცმა სამედიცინო დახმარება მიიღო და კარგად გახდა, რის შემდეგაც სამეფო წარმომადგენელთანაც ისაუბრა“.

ამდენად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც პრინცი ჩარლზის თვალწინ მამაკაცის გონების დაკარგვის მომენტია ასახული, რეალურად ვაქცინების დამტკიცებასა და გავრცელებამდე თვეებით ადრე, 2020 წლის ივლისში არის გადაღებული. შესაბამისად, Facebook-პოსტი მომხმარებლის შეცდომაში შეყვანასა და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტურობისა და უსაფრთხოების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი