სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ფოტო ვრცელდება, რომელშიც ის კანაფის პლანტაციებში იმყოფება. ფოტოს თან აღწერაც ახლავს - „ჩვენი, "პრემიერი" მომავალ თაობებზე ზრუნვის პროცესში😅😅😅😅😅😅😅😅😅😅😅😅 უფალმა არ გამოგილიოს პლანით გამოჩიჩინებულები ოჯახში !!!😅😅😅😅😅😅😅“. სინამდვილეში ფოტო ყალბია, სატირულ შინაარსს ატარებს და ნამდვილ ფაქტს არ ასახავს.

აღნიშნული ფოტო რედაქტირების შედეგად არის მიღებული, რაც შეუიარაღებელი თვალისთვისაც აშკარაა. რეალურად, პრემიერ-მინისტრის გამოსახულება, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ფოტოდან არის აღებული და შემდგომ ფოტო-რედაქტირების შედეგად კანაფის პლანტაციის ფოტოში ჩასმული. ამრიგად, ფოტო სატირულ შინაარსს ატარებს და ნამდვილ ფაქტს არ ასახავს.

დამუშავებული ფოტო თავდაპირველად 25 აგვისტოს Facebook-გვერდმა Harvest Shop. „ჰარვესტ შოპმა“ გამოაქვეყნა და თან შემდეგი აღწერა დაურთო - პრემიერმა, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მანგლისში ჰარვესტის პლანტაცია შეამოწმა. 📷: მთავრობის ადმინისტრაცია“.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული რედაქტირებული ფოტო, მასზე გამოხატული რეაქციებიდან გამომდინარე, მომხმარებელთა უმეტესობის მხრიდან რეალურად არ იყო აღქმული. თუმცა, ვხვდებით ისეთ კომენტარებსაც, რომელთა მიხედვითაც, ზოგიერთ მომხმარებელს ფოტო ნამდვილი ფაქტის ამსახველი ეგონა.

პრემიერის გამოსახულება მთავრობის ადმინისტრაციის Facebook-გვერდზე 19 აგვისტოს გამოქვეყნებული ფოტოდანაა აღებული. ფოტო პრემიერ-მინისტრის იმ ფერმერებთან შეხვედრიდანაა, რომლებმაც სახელმწიფო პროგრამებით ისარგებლეს და სხვადასხვა დარგში სამაცივრე თუ გადამამუშავებელი საწარმოები შექმნეს.

---------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი