2021 წლის 30 ოქტომბერს, Facebook-გვერდმა „ძალა სიმართლეშია“ ნიკა მელიას ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „ არ შეიძლება პარტიის ლიდერი ციხიდან ყოველდღე მოუწოდებდეს ხალხს რევოლუციისკენ, ზუსტად ესაა რიდ გამოც დადგა ის შედეგები რაც დადგა“. პოსტი ტელეკომპანია „TV პირველის“ ვიზუალს იყენებს, რაც მკითხველს შთაბეჭდილებას უქმნის, თითქოს აღნიშნული ამბავი „TV პირველმა“ გაავრცელა. რეალურად, პოსტში მოცემული ინფორმაცია ყალბია.

სინამდვილეში, ნიკა მელიას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. „ძალა სიმართლეშიას“ მიერ გავრცელებული მასალა არც „TV პირველის“ და არც სხვა მედიასაშუალების ვებგვერდზე არ იძებნება. შესაბამისად, Facebook-გვერდი „TV პირველის“ იდენტური ვიზუალის გამოყენებით ყალბ ინფორმაციას ავრცელებს და ინტერნეტმომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ Facebook-გვერდი „ძალა სიმართლეშია“ გასულ წლებში, მათ შორის - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ძირითადად ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციით იყო დაკავებული.

-------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი