სოციალურ ქსელებში ბოლო კვირის განმავლობაში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები მთიანი ყარაბაღის ერთ-ერთი დასახლების დაკავების შემდგომ ჯერ აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშას ჯვარზე ჰკიდებენ, ხოლო შემდგომ - ჯვრის დემონტაჟს ახდენენ.

ვიდეო გავრცელდა ფეისბუქ ჯგუფში „სომხეთი და სომხები“, სათაურით- „არცახში ისევ ჯვრებს ებრძვიან, ამჯერად ამ „მამაც" ჯარისკაცებს აზერბაიჯანის არმიის გენერალი ბარხუდაროვი უძღვება წინ...“. პუბლიკაციას სტატიის გამოქვეყნების დროს აქვს 484 გაზიარება, 24 კომენტარი და 343 რეაქცია.

სინამდვილეში, მასალაში 2020 წლის კადრებია ასახული. ის, რომ მომხდარი ამბავი ძველია, აღნიშნულია თავად ვიდეო მასალაშიც წარწერით: 26.10.2021. თუმცა, Facebook- მომხმარებლის სათაური: „არცახში ისევ ჯვრებს ებრძვიან“, ქმნის შთაბეჭდილებას თითქოს ვიდეო ახლანდელია.

ვიდეოში ნაჩვენებ ადგილზე ჯვარი ნამდვილად მოიხსნა. აღნიშნული 2020 წლის 26 ოქტომბერს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუბადლის (სომხურად- ვოროტანის) დაკავებისას გავრცელებული კადრებით დასტურდება.

აღსანიშნავია, რომ დეტალები, თუ როგორ ხსნიან ჯვარს, ვრცელდება უკვე 2021 წლის პერიოდში. მთლიანი ვიდეო განთავსებულია YouTube არხზე Qarabağ Azərbaycandır, სადაც ასევე მითითებულია, რომ ვიდეო არის ძველი.

შესაბამისად, აღნიშნული ვიდეო ძველია. ჯვარი უკვე ერთი წელია, რაც კონკრეტულ დასახლებაში აღარ დგას.

--------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5418 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი