21 ოქტომბერს Facebook-გვერდმა „საქართველოსთვის“ სატირული შინაარსის ფოტო გამოაქვეყნა აღწერით: „ოპოზიციის პარალელურად, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის წევრები დაასახელა😀😀😀“ (იხ. ფოტო)

ფოტომასალა მონტაჟის შედეგადაა მიღებული და არის ყალბი, რაც შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად შესამჩნევია, მასალის შინაარსი კი სატირული. კახა კალაძის ოფიციალურ გვერდზე მსგავსი შინაარსის პოსტი არ იძებნება.

საგულისხმოა, რომ შეფარული სახელით მოქმედი Facebook-ანგარიში „საქართველოსთვის“ სინამდვილეში ანტი-სამთავრობო გვერდების სიას განეკუთვნება. გვერდი 2017 წელს შეიქმნა და გამოქვეყნებული სატირული შინაარსის პოსტებით პარტია „ქართული ოცნების“ და მასთან აფილირებული პირების დისკრედიტაციას ცდილობს.

------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი