20 ოქტომბერს ირაკლი ლატარიამ Facebook-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ხელში ჩაუვარდა ნაციონალური მოძრაობის ჩრდილოვანი კაბინეტის სრული შემადგენლობა (იხ. პოსტი). პოსტში ინფორმაციის წყარო არ არის მითითებული და მისი შინაარსი სატირულია. კომენტარების სექციაში გამოხატული რეაქციების მიხედვით, ნათელია, რომ Facebook-მომხმარებლებმა პოსტში არსებული ინფორმაცია სიმართლედ არ აღუქვამთ.

მასალა ტელეკომპანია „იმედმა“ ოფიციალურ ვებგვერდზე და ასევე Facebook-გვერდზე შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: „ირაკლი ლატარია: ხელში ჩამივარდა ნაცმოს ჩრდილოვანი კაბინეტის სრული შემადგენლობა“. ტელეკომპანია „იმედის“ მასალაში სრულად არის მოყვანილი ლატარიას პოსტი შემდეგი შესავლით: „ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს და ამბობს, რომ ხელში ჩაუვარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ჩრდილოვანი კაბინეტის სრული შემადგენლობის სია“.

მასალა იმავე ფორმატით გამოაქვეყნეს მედია საშუალებებმა: Kvira.ge, InfoPostalioni.ge, Reportiori.ge, For.ge.

ზემოთაღნიშნულმა მედია საშუალებებმა ირაკლი ლატარიას პოსტი უცვლელი სახით გააშუქეს. მასალებში არსადაა აღნიშნული, რომ ლატარიას ინფორმაცია რაიმე წყაროს არ ეყრდნობა და არ არის დადასტურებული. მედიების მიერ შესაბამისი მითითების გარეშე გაშუქებული სატირული შინაარსის პოსტი შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს მასალაში არსებული ინფორმაცია რეალობაა. შესაბამისად, მედია საშუალებების მიერ ლატარიას პოსტის აღნიშნული ფორმით გამოქვეყნება, შეცდომაში შემყვანია.

ონალინ საინფორმაციო სააგენტოებმა: „ახალი თაობა“ და „მარშალპრესი“ კი პოსტი შემდეგი სათაურით გამოაქვეყნეს: „ვახო სანაია თავდაცვის მინისტრი გახდება - ხელში ჩამივარდა ნაცმოს ჩრდილოვანი კაბინეტის სრული შემადგენლობა!!!“. სათაური ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ვახო სანაიას კანდიდატურა თავდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილება. თანამედროვე ჟურნალისტური სტანდარტების შესაბამისად, სათაური ცალკე ჟურნალისტურ მასალას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში, როგორც ცალკე სათაური, ისე მთლიანად მასალა შეცდომაში შემყვანია.

---------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი