30 სექტემბერს სოციალურ ქსელში გავრცელდა განცხადება: „ელიტური გზები“ - „ქალაქში გაკეთდება V.I.P ტრასები, სადაც მხოლოდ მთავრობის მანქანები ივლიან“. განცხადებას თან ერთვის კახი კალაძის ფოტო.

Facebook-პოსტის ფოტომასალაზე ჩანს, რომ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო ტაბულაზე გამოქვეყნდა. თუმცა, რეალურად, ეს ინფორმაცია tabula.ge-ს არც ოფიციალურ და არც Facebook-გვერდზე განთავსებული არაა.

ამასთან ერთად, Tabula.ge-ის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული სტატიების ვიზუალის ფორმატის მიხედვით, ინფორმაციას თან გამოქვეყნების დრო და ნახვების რაოდენობა (იხ. ფოტო) უნდა ერთოდეს,

Facebook-პოსტის ფოტოზე კი ინფორმაციის გამოქვეყნების საათი და ნახვების რაოდენობა მითითებული არ არის.

Facebook-მომხმარებელთა ნაწილი პოსტს აზიარებს, როგორც სიმართლეს.

რეალურად, ფოტომასალა, რომელიც ონლაინ მედია Tabula.ge-ის ვიზუალის გამოყენებით ვრცელდება, სატირულ შინაარსს ატარებს და რეალობას არ შეესაბამება. წინასაარჩევნო პერიოდში მისი გავრცელება მოქალაქეებისთვის შესაძლოა, შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდეს.

----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი