სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი, გამარჯვების შემთხვევაში, გიორგი გახარიას პრემიერობას ჰპირდება, იმ პირობით, რომ ამ რანგში ის ყოფილი პრემიერის - ბიძინა ივანიშვილის, პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.

Facebook-პოსტის სურათზე ჩანს, რომ ინფორმაცია pia.ge-ზე 28 სექტემბრის 13:22 საათზე გამოქვეყნდა. რეალურად, ეს ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო pia.ge-ზე განთავსებული არაა. ამჟამად, 28 სექტემბრის 13:22 საათზე, pia.ge-ზე არც ერთი სიახლე არაა განთავსებული. Pia.ge-ს ყველა სიახლის ჩამონათვალში 13:14 საათზე განთავსებული სტატიის შემდეგი სტატია 13:33 საათზე არის განთავსებული.

გავრცელებულ სურათზე ჩანს, რომ ინფორმაცია pia.ge-ს პოლიტიკის კატეგორიაშია გამოქვეყნებული, თუმცა ეს სიახლე არც პოლიტიკის სექციაში იძებნება. Pia.ge-ს პოლიტიკის სექციის ჩამონათვალში 13:14 საათზე განთავსებული სტატიის შემდეგი სტატია 14:17 საათზე არის განთავსებული.

სავარაუდოდ, სურათი pia.ge-ს სხვა სიახლისთვის გადაღებული ეკრანის ანაბეჭდის ფოტო-რედაქტირების შედეგად არის მიღებული.

მიხეილ სააკაშვილის მიერ, გამარჯვების შემთხვევაში, გიორგი გახარიასთვის პრემიერ-მინისტრის პოსტის შეთავაზება არ დასტურდება არც ერთი მედიის მიერ და ის არც ერთ საინფორმაციო წყაროს არ გაუვრცელებია. მსგავსი განცხადება არ გვხვდება მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-გვერდზეც.

ამდენად, pia.ge-ს ფონით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილი გახარიას პრემიერობას სთავაზობს, სიმართლეს არ შეესაბამება და წინასაარჩევნო პერიოდში მისი გავრცელება მოქალაქეებისთვის შესაძლოა, შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდეს.

-----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი