სოციალურ ქსელში ქართველი მეცნიერის, პაატა გიორგაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მანიპულაციურად გავრცელდა. გავრცელებული ცნობის მიხედვით, „მეორე ვაქცინის გაკეთების შემდეგ, [პაატა გიორგაძის მდგომარეობა] უცებ დამძიმდა“, მოგვიანებით კი ის გარდაიცვალა.

პაატა გიორგაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში საქართველოს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრიც გამოეხმაურა, სადაც მეცნიერს სამედიცინო დახმარებას უწევდნენ.

იხ. ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის განცხადება

„ფაქტ-მეტრი“ შიდსის ცენტრს ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა. ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული პაციენტის ჯანმრთელობის გაუარესება ვაქცინის მეორე დოზას არ გამოუწვევია.

ამდენად, მტკიცება, რომ პაატა გიორგაძის მდგომარეობა „მეორე ვაქცინის გაკეთების შემდეგ, უცებ დამძიმდა“, შეცდომაში შემყვანია და სოციალური ქსელის მომხმარებლებში ვაქცინაციის უსაფრთხოების შესახებ კითხვებს აღძრავს.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი