იტვირთება

8 აგვისტოს, სოციალურ ქსელში სხვადასხვა Facebook-მომხმარებლისა და ჯგუფის მიერ თბილისის მერის, კახა კალაძის ფოტო გავრცელდა. ფოტოზე კალაძე ზურგით მდგომ ბავშვთან ერთად არის გამოსახული, რომელსაც მაისურზე აწერია: „მე მიყვარს მიშა“. აღნიშნული ფოტო, მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: „არასდროს ბედი არ ყოფილა ისე ცბიერი“. თუმცა მოგვიანებით, გვარამიამ პოსტი პირადი პროფილიდან წაშალა.

რეალურად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო დამუშავებულია, რაც შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად ჩანს. სინამდვილეში, აღნიშნული ფოტო 3 აგვისტოს, კახი კალაძის სამგორის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს არის გადაღებული. კალაძის ოფიციალურ Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ავთენტურ ფოტო და ვიდეომასალაზე ნათლად ჩანს, რომ ბავშვს მაისურზე არანაირი წარწერა არ აქვს.

------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

3461 - გადამოწმებული ფაქტი
სიმართლე
22%
ყალბი ამბავი
19%
მეტწილად სიმართლე
13%
ნახევრად სიმართლე
10%
მეტწილად მცდარი
8%

ყველაზე კითხვადი