სოციალურ ქსელში გავრცელდა დეზინფორმაცია, რომლის თანახმადაც წნორში, კლინიკა „არქიმედეს“ მთავარი ექთანი, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრით გარდაიცვალა: „წნორის კლინიკა არქიმედეს მთავარი ექთანი (ნანა ხაჩიშვილი) გარდაიცვალა აცრით. აცრიდან მეორე დღეს დაუდასტურდა კოვიდი მძიმე ფორმებში. დღეს გარდაიცვალა“.

რეალურად, ექთნის გარდაცვალება აცრასთან კავშირში არ არის.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად „ფაქტ-მეტრი“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, კლინიკა „არქიმედეს“ მთავარი ექთანი ნანა ქაჩლიშვილი ნამდვილად გარდაიცვალა, თუმცა გარდაცვალებას აცრასთან კავშირი არ აქვს. ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, სინოფარმის ერთი დოზით 21 ივლისს აიცრა. მოგვიანებით, 24 ივლისს მას კორონავირუსი დაუდასტურდა. სამინისტროს თქმით, ექთანი მძიმე ქრონიკული პაციენტი იყო და 3 აგვისტოს გარდაიცვალა, თუმცა მისი გარდაცვალება ვაქცინაციასთან დაკავშირებული არ ყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის შემდეგ ორგანიზმს იმუნიტეტის ჩამოსაყალიბებლად გარკვეული პერიოდი (დაახლოებით 2 კვირა) სჭირდება, გარდაცვლილ ექთანს კი ეს იმუნიტეტი ვერ ექნებოდა, რადგან ის აცრიდან მალევე დაინფიცირდა და, ამასთან, მხოლოდ 1 დოზით იყო აცრილი.

ამრიგად, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს წნორში მთავარი ექთანი ვაქცინით გარდაიცვალა, სიმართლეს არ შეესაბამება.

-----------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი