სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 48 წლის გელა გელაშვილი, რომელსაც ვაქცინის ორი დოზა ჰქონდა მიღებული, გარდაიცვალა. რეალურად, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია. აღსანიშნავია, რომ ეს ამბავი სხვადასხვა Facebook- ანგარიშების მიერ გავრცელდა, რომლებმაც მოგვიანებით პოსტები წაშალეს.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად, „ფაქტ-მეტრი“ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს (NCDC) დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, 31 ივლისის მონაცემებით, აღნიშნული სახელითა და გვარით ორი ადამიანის გარდაცვალება ფიქსირდება. ერთი მათგანი 47 წლის გ. გელაშვილია, რომელიც სამტრედიაში კორონავირუსით გარდაიცვალა, მას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ ჰქონდა გაკეთებული. მეორე 50 წლის გ. გელაშვილია, რომლის გარდაცვალების მიზეზიც დაფიქსირებული არ არის, თუმცა არც ის იყო ვაქცინირებული. აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში, ამ სახელით და გვარით გარდაცვალების სხვა შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ამრიგად, ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თითქოს, 48 წლის გელა გელაშვილი ვაქცინის ორი დოზის მიღების შემდეგ გარდაიცვალა, ყალბი ამბავია.

-------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5414 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი