დეზინფორმაცია: ჯანმო ინფიცირებულ ადამიანებს იზოლაციაში ძალით გადაიყვანს

ვერდიქტი: მცდარი

2021 წლის 4 ივლისს, Facebook-მომხმარებელმა შორე შანიძემ რუსულენოვანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ერთ-ერთი წარმომადგენელი, მაიკ რაიანი, მსოფლიოში შექმნილ კოვიდსიტუაციაზე საუბრობს. პოსტში შორე შანიძე მკითხველს ვიდეოს ქართულ თარგმანს სთავაზობს. მისი თქმით, მაიკ რაიანი ოჯახებში ინფიცირებისა და ვირუსის გავრცელების გაზრდილი შემთხვევების გამო აცხადებს, რომ ჯანმოს წარმომადგენლები ინფიცირებულ ადამიანებს იზოლაციაში ძალის გამოყენებით გადაიყვანენ. მტკიცება, ადამიანების ძალის გამოყენებით იზოლაციაში გადაყვანის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის საგანგებო სიტუაციების პროგრამის აღმასრულებელი დირექტორის - მაიკ რაიანის, სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია 2020 წლიდან ხდება. რეალურად, 2020 წლის 30 მარტს გამართულ ონლაინ კონფერენციაზე რაიანმა კოვიდსიტუაციასა და ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე ნამდვილად ისაუბრა. კერძოდ, მისი თქმით, ვირუსის გადაცემის შემთხვევებმა ოჯახებს შიგნით, ოჯახის წევრებს შორის იმატა. შესაბამისად, რაიანის განცხადებით, ვირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად და ოჯახებში სხვა არაინფიცირებული წევრების უსაფრთხოების დასაცავად, შესაბამის სამსახურებს ოჯახებში ინფიცირებული ადამიანები სპეციალურ იზოლირებულ დაწესებულებებში უნდა გადაეყვანათ. თუმცა, ხაზგასასმელია, რომ რაიანს თავის გამოსვლაში არსად უხსენებია, რომ ადამიანებს სახლებიდან იზოლაციაში ძალის გამოყენებით გადაიყვანდნენ.

კონკრეტულად, მაიკ რაიანმა შეხვედრაზე განაცხადა:

შესაბამისად, შორე შანიძე პოსტში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, მაიკ რაიანის ციტატას ამახინჯებს, თითქოს ჯანმოს წარმომადგენლები ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ადამიანებს იზოლაციაში ძალის გამოყენებით გადაიყვანენ.

--------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი