დეზინფორმაცია: ზურაბ ჯაფარიძის მამის გვარი - სინამდვილეში, გასიევია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში დეზინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ზურაბ ჯაფარიძის გვარი რეალურად არ არის ჯაფარიძე და მისი მამა არცამაზ აჰსარბეკის ძე გასიევია, რომელიც დღესაც ცხინვალში ცხოვრობს. დეზინფორმაციის მიხედვით, ზურაბ ჯაფარიძის მამის დის შვილი, არცამაზ ქოქოევი (მამით ედუარდ ქოქოითის ძმის შვილი) ოსური შეიარაღებული სპეცრაზმის უფროსია. მასალაში არსებული მტკიცება, რომ სწორედ ამ კავშირების გარანტიით, ზურაბ ჯაფარიძემ და „გირჩის“ სხვა წევრებმა 2018 წლის ნოემბერში ატოცის საოკუპაციო ხაზთან უკანონო ბორდერიზაციის გასაპროტესტებლად აქცია-პერფორმანსში მიიღეს მონაწილეობა, კონსპირაციის თეორიას წარმოადგენს (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3).

აღსანიშნავია, რომ იგივე დეზინფორმაცია 2020 წლის ოქტომბერშიც ვრცელდებოდა. არც ერთ შემთხვევაში, დეზინფორმაციის გამავრცელებლები პოსტს რაიმე სახის დამამტკიცებელ საბუთს, რითიც მათი ინფორმაციის მართებულობა დასაბუთდებოდა, თან არ ურთავენ.

„ფაქტ-მეტრი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად ზურაბ ჯაფარიძის ძმას გია ჯაფარიძეს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ მსგავსი სახის დეზინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა. გია ჯაფარიძემ „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას დაადასტურა, რომ მათი მამის სახელი და გვარი გიორგი ჯაფარიძეა, რომელიც თბილისში ცხოვრობს და არასდროს უცხოვრია ცხინვალში. (იხ. მისი პირადობის დამადასტურებელი საბუთი)

ამასთან ერთად, გია ჯაფარიძის თქმით, მათ მამას საერთოდ არ ჰყავს დედმამიშვილი. ხოლო რაც შეეხება ზურაბ და გია ჯაფარიძის ბაბუას, მისი სახელი და გვარი გაიოზ ჯაფარიძეა.

----------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი