დეზინფორმაცია: 5 ივლისს აქციაზე დაჭრილი პოლონელი ტურისტი გარდაიცვალა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

Facebook-სივრცეში, მომხმარებლების პირად პროფილებსა და ჯგუფებში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ 5 ივლისს დაჭრილი პოლონელი ტურისტი გარდაიცვალა (ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4).

რეალურად, პოლონელი ტურისტის გარდაცვალების ამბავი, სიმართლეს არ შეესაბამება. ბოლო დღეების განმავლობაში ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს სხვადასხვა მედია საშუალება აქტიურად აშუქებდა, რომელთა თანახმადაც, ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია ( ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5). ალადაშვილის სახელობის კლინიკის დირექტორის, ქეთი ბეთანელის განცხადებით, პოლონელი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამრიგად, ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაცია ტურისტის გარდაცვალების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება და ყალბი ამბავია.

ცნობისთვის, პოლონელი ტურისტის 5 ივლისს ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრეს. ტურისტის დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 5 ივლისს დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოჯახის წევრები განმარტავენ, რომ მას ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება. ტელეკომპანია "ფორმულამ" კი თვითმხილველებზე დაყრდნობით, დანაშაულის ჩადენის სავარაუდო მიზეზად ჰომოფობიური განწყობები დაასახელა. ტელეკომპანიის თანახმად, მოქალაქის თქმით მოძალადეებმა დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა.

--------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5417 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი