სოციალურ ქსელ Facebook-ის მომხმარებელმა Scoty Sabo-მ საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც თან შეცდომაში შემყვანი აღწერა აქვს დართული. გამოქვეყნებულ ფოტოზე ახალგაზრდა ქალი იარაღით ხელში არის გამოსახული. ხოლო აღწერა მოიცავს ისეთ მტკიცებებს, რომელთა ნამდვილობა არ დასტურდება. მაგალითად: „ირლანდიელმა გოგომ ბრიტანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, თავისი დაჭრილი შეყვარებულის იარაღით დაიწყო ბრძოლა და იბრძოდა მანამ, სანამ ის არ მოკლეს“, „ინგლისელმა ოფიცერმა ბრძანა, რომ ქალის ცხედრისათვის ხელი არ ეხლოთ და ირლანდიელებისათვის მისი დაკრძალვის უფლება მიეცათ“, „ფოტო ირლანდიაში ქალის დღის პოსტერად აარჩიეს, რომელზეც „ნუ შეგეშინდებათ, იქონიოთ კავშირი ძლიერ ქალთან, რამეთუ დადგება დღე, როდესაც ის თქვენი ერთადერთი არმია იქნება“ იქნა მიწერილი“.

აღსანიშნავია, რომ ფოტო არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც გავრცელდა და სოციალურ სივრცეში 2018 წლის ივლისიდან ტრიალებდა. ფოტოგრაფმა კოლმან დოილმა ფოტო ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა, რომელსაც მწირი ინფორმაცია ჰქონდა დართული. ქალის ვინაობა, შეტაკების ადგილი და ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი არქივში არ იძებნება. აღსანიშნავია, რომ ინტერვიუში, რომელიც ფოტოგრაფმა ირლანდიის ეროვნულ სატელევიზიო სერვისს RTE-მ 2020 წელს მისცა, ისტორიის მისეული ვერსია ფოტოზე ვირუსულად გავრცელებული ფოტოს აღწერას არ ემთხვეოდა.

Lead Stories-მა, რომელიც ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციაა, აღნიშნული ფოტოს წარმომავლობა და მისი ისტორია იკვლია. კვლევის ფარგლებში ხუთი ფოტო იქნა აღმოჩენილი, ყველა მათგანი ერთსა და იმავე ადგილას, 3 ქალის 2 იარაღის და 1 მამაკაცის მონაწილეობითაა გადაღებული.

საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციისათვის მიგნება, რომელიც ამ ფოტოსა და ირლანდიაში ქალთა დღეს შორის კავშირს დაადგენდა და რომლის სლოგანიც - „ნუ შეგეშინდებათ, იქონიოთ კავშირი ძლიერ ქალთან, რამეთუ დადგება დღე, როდესაც ის თქვენი ერთადერთი არმია იქნება“, იქნებოდა, ვერ მოხერხდა.

ფოტოს ისტორიის გამოძიების დროს Lead Stories-მა Facebook-ის საძიებო სისტემა და ფრაზა ფოტოს აღწერიდან „A photograph taken in Ireland in 1972 of a girl shooting from the gun“ გამოიყენა (1972 წელს ირლანდიაში გადაღებული ქალის ფოტო, რომელიც იარაღიდან ისვრის). როდესაც ძიების თარიღი 2018 წლამდე შეამცირეს, საძიებო სისტემაში მხოლოდ ერთი ფოტო აღმოჩნდა მსგავსი ისტორიით, რომელიც, თავის მხრივ, 22 ივლისს იყო გამოქვეყნებული. ეს კი მიუთითებდა, რომ 2018 წლის ივლისამდე მსგავსი აღწერის და ისტორიის მქონე ფოტო სოციალურ სივრცეში არ გამოქვეყნებულა.

2020 წლის 17 ივნისს, RTE-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „საკულტო ფოტოს ისტორია“. ის მოიცავს ფოტოგრაფის მონათხრობს და ორ ფოტოს. ერთი ფოტო, რომელიც ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კოლმან დოილის კოლექციაშია, სათაურით, „ IRA-ს ქალი მოხალისე აქტიურ სერვისზე დასავლეთ ბელფასტში AR18-ით“, დოილის მტკიცებით, ფოტო მისი გადაღებულია. მეორე ფოტო, რომელიც 1974 წლის „რესპუბლიკური წინააღმდეგობის“ კალენდარში და გაზეთში „რესპუბლიკური სიახლეები“ დაიბეჭდა და იდენტიფიცირებული იქნა როგორც პროპაგანდა; დოილი უარყოფს, რომ აღნიშნული ფოტო მისი გადაღებულია. Lead Stories სტატიაში ამ ფოტოს „კალენდრის ფოტოთი“ მოიხსენიებს.

RTE-ს სტატიაში, ნათელია ის დაძაბულობა, რომელიც კორესპონდენტ კოლმან დოილს უნდა აღმოეჩინა დროებით IRA-სა და ირლანდიურ პრესას შორის, სადაც ის მუშაობდა.

„რესპუბლიკურ სიახლეებში დაბეჭდილი ფოტო ეკუთვნის დროებითი IRA-ს მიერ გადაღებულ პროპაგანდისტულ სერიას“. დოილი აღნიშნავს, რომ მას ახლო კავშირი ჰქონდა დროებით IRA-სთან: „მე მივიღე ნებართვა მარტინ მიჰანისგან რომ გადამეღო IRA-ს წევრების ფოტოები. ქალი ფოტოდან იყო არდოინის ნაწილის წევრი; ის ასევე ჩნდება მიჰანის ნაწილის სხვა ფოტოებშიც“. მიჰანი იყო IRA-ს დროებითი ლიდერი არდოინი-ს არეალში, რომელიც 2007 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. „მე მქონდა ნებართვა მარტინ მიჰანისგან გადამეღო ეს ფოტოები, მაგრამ ირლანდიურმა პრესამ მითხრა, რომ მე პროპაგანდისტული ფოტოები არ უნდა გადამეღო“,- განმარტა დოილმა.

დოილმა RTE-ს ასევე უთხრა, რომ ირლანდიურმა პრესამ უარი განაცხადა ფოტოს დაბეჭდვაზე, რადგანაც „ჩათვალა მიუღებლად დაებეჭდა ფოტო, რომელზეც აღბეჭდილი იყო ქალი იარაღით ხელში“.

„კალენდრის ფოტო“-ს უკეთესი ხარისხი, რომელიც მოპოვებული და დაარქივებული იქნა. საძიებო საიტები, რომლებიდანაც ფოტო იქნა მიღებული, აღარ არის მოქმედი.

„კალენდრის ფოტო“, რომელიც IRA-ს 1974 წლის პუბლიკაციებში ჩნდება, აღბეჭდავს ქალს, რომელსაც კედელთან ჰყავს მიბჯენილი მამაკაცი. კედელზე არის გრაფიტი “Brits out”. ფოტოს მარჯვენა და მარცხენა მხარეს გამოსახულია ორი ქალი შეიარაღებული რევოლვერით და იარაღით.

Lead Stories-მა „კალენდრის ფოტოს“ თითქმის იდენტური ვერსია იპოვა. აღნიშნული ფოტო შუაში ჩაზნექილია იმგვარად, თითქოს ჟუნრალიდან ან წიგნიდანაა ამოღებული. მარჯვნივ და მარცხნივ მდგომი ქალები ობიექტივთან გაცილებით ახლოს არიან. ფოტოს გადაღების პერსპექტივა შეცვლილია - იარაღის პოზიცია ფანჯარასთან მიმართებით შეცვლილია, ხოლო რევოლვერი აღნიშნულ ფოტოში თითქმის არ ჩანს - შესაბამისად, Lead Stories-მა დაასკვნა, რომ ეს არ არის იგივე ფოტო.

ფოტოს მარცხენა კიდეზე ვერტიკალურად დაბეჭდილია სიტყვები. ძნელია დეტალების გარჩევა, თუმცა მასზე „"Women of the I.R.A." (ირა-ს ქალები) და "Colman Doyle/ Camera Press" (კოლმან დოილი/კამერა პრესი) იკითხება, სხვა სიტყვების გარჩევა შეუძლებელია. Lead Stories-მა საკუთარ გამოძიებაში ვერ მოახერხა დაედგინა, საიდან მოდის აღნიშნული ფოტო, თუმცა წარწერა მარცხენა კიდეში დოილის მტკიცებასთან, რომ ის არ იღებდა პროპაგანდისტულ ფოტოებს კალენდრისათვის, წინააღმდეგობაში მოდის.

ქვემოთ არის დამატებითი ფოტო ამ სერიებიდან:

RTE-ს სტატიაში ასევე მოცემულია დოილისეული ფაქტების აღწერა, რომელიც იმ დღეს მოხდა.

„მე გავიგე რომ ვიღაც იარაღს ისროდა“ - როდესაც ერთ დღეს ფოტოგრაფმა კოლმან დოილმა აგნეს ქუჩაზე ჩაიარა აიორდინიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით - „ და შემდგომ ეს ქალი დავინახე. ის კუთხესთან იდგა, ხელში ჯერ კდიევ ეჭირა იარაღი, მაგრამ მე ფოტოს გადაღება მხოლოდ მას შემდგომ მოვახერხე, რაც მან იარაღიდან ისროლა“. ინტერვიუს დროს დოილი ამბობს, რომ მას არ ახსოვს არც ქუჩის სახელი, რომელზეც ფოტო არის გადაღებული, არც ზუსტი თარიღი, ამავდროულად ამტკიცებს რომ ის დადგმული არ იყო.

Spones-ის სტატია მიუთითებს კიდევ ერთ ფოტოზე, რომელიც Tumblr-ზეა ხელმისაწვდომი. ამ ფოტოზე აღბეჭდილი არის ქალი, რომელსაც „კალენდრის ფოტოში“ კედელთან კაცი ჰყავდა მიბჯენილი. მას ამ ფოტოში რევოლვერი უკავია. ქალს ტყავის ქურთუკში ხელში ArmaLite AR-18 იარაღი უჭირავს, რომელიც კალენდრის ფოტოში მარცხნივ მდომ ქალს ეკავა. პოზიციებიდან გამომდინარე, ქალები სხვადასხვა მიმართულებას იცავენ. ეს რომ შეიარაღებული შეტაკება ყოფილიყო, ფოტოგრაფი დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

გარდა ამისა, Lead Stories-მა ეს ფოტო ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაარქივებულ დოილის ფოტოს შეადარა. ორი ფოტო განსხვავდება და ეჭვი, რომ ქალის გამოსახულება ფოტოშოპის გამოყენებით იქნა ჩასმული არქივის ფოტოში, ქარწყლდება - ეს ორი განსხვავებული ფოტოა. პირველი, რომელზეც ორი ქალია გამოსახული, ხოლო, მეორე - მხოლოდ ერთ ქალს აღბეჭდავს, ორივე ფოტო გადაღებული არის ერთი და იმავე ადგილიდან.

აღსანიშავია, რომ აღნიშნული ფოტოს რეალური ისტორია უცნობია და მისი მოყოლა მხოლოდ ფოტოზე გამოსახულ ქალს შეუძლია, ხოლო მისი ოჯახის თქმით, ის ჯერ ამისათვის მზად არ არის.

----------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი