სოციალურ ქსელში Pfizer-ის გვერდით ეფექტთან დაკავშირებით დაუდასტურებელი ინფორმაცია ვრცელდება

2021 წლის 26 აპრილს Facebook-მომხმარებელმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმადაც Pfizer-ის აცრის შემდეგ 30 წლის მამაკაცი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა, თუმცა ის სახლში მკურნალობს. პოსტის კომენტარებში ასევე ნათქვამია, რომ მამაკაცი სამინისტროს თანამშრომელია, ამიტომაც ინფორმაციას ტელევიზიები მალავენ.

მოცემული ფაქტის გადასამოწმებლად „ფაქტ-მეტრი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (MoH) დაუკავშირდა. სამინისტრო ვაქცინის შემდეგ თანამშრომლის ცუდად გახდომის ფაქტს არ ადასტურებს.

კომენტარებში ასევე საუბარია, რომ 30 წლის მამაკაცს ვაქცინის მიღება აიძულეს: „ ჯანდაცვის სამინისტროს მუშაკია. აშკარად იფიქრა სამსახურის შენარჩუნებაზე და თავზე არ უფიქრია“. აღნიშნული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. აცრა არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითია.

------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი