სატირა: ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ სიზმარში ჩადენილი გაუპატიურებაც კი დასჯადი უნდა გახდეს

ვერდიქტი: ვერდიქტის გარეშე

2021 წლის 19 მარტს სოციალურ ქსელ Facebook-ში სატირული შინაარსის ფოტო გავრცელდა, თითქოს ბაია პატარაიამ განაცხადა, რომ „სიზმარში ჩადენილი გაუპატიურებაც კი დასჯადი უნდა გახდეს, კანონპროექტი უკვე შევიტანეთ“. აღნიშნული ფოტო Facebook- მომხმარებლების პირად Facebook-ანგარიშებზეც მალევე გავრცელდა.

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ბაია პატარაიას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს მედიაპლატფორმა „news.on.ge”-ზე განთავსებული სტატიის სახე აქვს, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ფოტოზე წარწერა ხელოვნური დამუშავების შედეგად არის გაკეთებული. გავრცელებულ ფოტოებზე წარწერის ფონტი და ფერი on.ge-ის საიტის ორიგინალი ვიზუალისგან მკვეთრად განსხვავდება (ფოტო 1).

(ფოტო 1)

ამასთან, 2021 წლის 20 მარტს on.ge-ის პლატფორმაზე ახალი ამბავი ბაია პატარაიას რაიმე სახის განცხადებასთან დაკავშირებით საერთოდ არ განთავსებულა. მსგავსი ინფორმაცია არც სხვა მედიასაშუალებების ვებგვერდებზე იძებნება, მათ შორის არც ბაია პატარაიას პირად Facebook- პროფილზე.

აღსანიშნავია, რომ მოცემული ფოტო, მასზე გამოხატული რეაქციებიდან გამომდინარე, მომხმარებელთა უმეტესობამ რეალურად არ აღიქვა. ამასთანავე, პოსტის ავტორი ერთ-ერთ მომხმარებელს თავადვე პასუხობს, რომ აღნიშნული ამბავი სიმართლეს არ შეესაბამება (ფოტო 1). თუმცა, პოსტის აღწერაში არ ჩანს გაფრთხილება, რომ განცხადება სატირული ხასიათისაა და ამდენად, შესაძლოა, მკითხველი შეცდომაში შევიდეს.

(ფოტო 2)

მიუხედავად პოსტის სატირული შინაარსისა, ის ზოგიერთმა Facebook-მომხმარებელმა ნამდვილ ამბად გაავრცელა (ფოტო 3) და სხვა მომხმარებლების ამ სიმართლეში დარწმუნებას შეეცადა (ფოტო 4).

(ფოტო 3)

(ფოტო 4)

ამრიგად, Facebok-სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბაია პატარაიამ განაცხადა „სიზმარში ჩადენილი გაუპატიურებაც კი დასჯადი უნდა გახდეს, კანონპროექტი უკვე შევიტანეთ“, სატირული შინაარსის მატარებელია და სიმართლეს არ შეესაბამება.

--------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.


მსგავსი სიახლეები

5419 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი