კახა კალაძე: ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია შეფასებები და არც ამჯერად ვაპირებ

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის ტყუილი

ანალიზი

შაბათს, 8 მარტს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჩანაწერები გავრცელდა, რომელშიც ბერა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე მონაწილეობენ.

ჟურნალისტების კითხვების პასუხად, აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, კახა კალაძემ განაცხადა: „ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი და შეფასებები, არც ამჯერად ვაპირებ. ზოგადად, ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას მიმაჩნია არასწორად. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა თქვენც და საზოგადოებასაც გაიგოთ დამატრებითი ინფორმაცია.“

„ფაქტ-მეტრი“ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.

კახა კალაძის მიერ განცადების გაკეთებიდან მალევე, ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც კახა კალაძე თემურ ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის შემდგარი საუბრის ფარულ ჩანაწერს აფასებს: „მინდა ასევე გამოვეხმაურო გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის - თემურ ალასანიას საუბარს ასახავს. ამ საუბარმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ ნაციონალური მოძრაობის სახით რა ხალხთან გვაქვს საქმე.“

ამასთან, უფრო ადრე, კახა კალაძე ნიკა გვარამიას შესახებ გავრცელებული ფარული ჩანაწერის შინაარსსაც აფასებს. „შემაშფოთებელია თვითონ შინაარსი, რაზეც მიდის საუბარი. პირდაპირ მიდის ქრთამის შეთავაზება კონკრეტულ პიროვნებაზე. მე ვფიქრობ ეს არის... სისხლის სამართლის დანაშაულები იკვეთება და შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ“ - აცხადებს კალაძე ჟურნალისტებთან 2016 წლის ოქტომბერში გავრცელებული ფარული ჩანაწერების კომენტირებისას.

შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, კახა კალაძის განცხადება არის ტყუილი.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი