ბიძინა ივანიშვილი: საქართველოს ერთი საფეხური აშორებს უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის მისაღებად და მხოლოდ ორი საფეხური - საინვესტიციო რეიტინგის მოსაპოვებლად

ვერდიქტი: „ფაქტ-მეტრის“ დასკვნით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე

რეზიუმე: ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი ცალკეულ ქვეყანაში ინვესტირების რისკფაქტორებისა და ამ ქვეყნის სანდოობის შესახებ ინვესტორს ინფორმაციას აწვდის. საკრედიტო რეიტინგებს ათეულობით სააგენტო აქვეყნებს, თუმცა, მათ შორის, ყველაზე გავლენიანი და საყოველთაოდ ცნობილი სამეულია: Standard & Poor’s (S&P), Moody’s და Fitch. ყოველი საკრედიტო სააგენტო საკუთარი მეთოდოლოგიის შესაბამისად მუშაობს, თუმცა ძირითადი მაჩვენებლები, რასაც ყურადღება ექცევა და, როგორც ეკონომიკურ ინდიკატორებს, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გარემოს მოიცავს, საერთოა.

Fitch-მა საქართველოს BB ნეგატიური შეფასება 2020 წლის 24 აპრილს მიანიჭა, Standard & Poor’s-მა 2019 წლის 10 ოქტომბერს, ხოლო Moody’s Ba2 სტაბილური შეფასება 2017 წლის 11 სექტემბრით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ Fitch-მა პანდემიის პირობებში, საქართველოს საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა BB სტაბილურიდან BB ნეგატიურამდე შეამცირა. უშუალოდ, საქართველოს შეფასების დონეები სამივე კომპანიის შემთხვევაში პრინციპულად ანალოგიურია, შესაბამისად, მათი შეფასებით საქართველოს ეკონომიკაში გარკვეული სპეკულაციური რისკები არსებობს. თუმცა, Fitch-ის მიერ განსაზღვრული პერსპექტივა ნეგატიურია. შესაბამისად, Fitch-ის შემთხვევაში, საინვესტიციო რეიტინგის მისაღწევად, 3 საფეხურით დაწინაურებაა საჭირო, ხოლო S&P და Moody’s შემთხვევაში, 2 საფეხურით.

ანალიზი:

ბიძინა ივანიშვილის პოსტს პოლიტიკიდან წასვლის შესახებ, „ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული დანართი ახლავს, სადაც შემდეგი განცხადებაა წარმოდგენილი: „საქართველოს ერთი საფეხური აშორებს უმაღლესი საკრედიტო რეიტინგის მისაღებად და მხოლოდ ორი საფეხური - საინვესტიციო რეიტინგის მოსაპოვებლად“.

მსოფლიო ეკონომიკაში ქვეყნები უცხოური კაპიტალის მოსაზიდად ერთმანეთს კონკურენციას უწევენ. უცხოურ კაპიტალზე განსაკუთრებით განვითარებადი/ნაკლებად განვითარებული ქვეყნები არიან დამოკიდებულნი, რომელთაც საკუთარი რესურსი შეზღუდული აქვთ. თავის მხრივ, კრედიტორები/ინვესტორები არჩევანს კონკრეტულ ქვეყანაში უკუგების ნორმისა და სტაბილურობის, სხვანაირად რომ ითქვას, სახსრების განთავსების მოსალოდნელი მომგებიანობისა და რისკის გათვალისწინებით, აკეთებენ. რაც ნაკლებია რისკი (მეტია სანდოობა), მით დაბალია უკუგების ნორმა, რომლის სანაცვლოდაც კაპიტალის მფლობელი მზად არის, საკუთარი სახსრები ქვეყანაში განათავსოს.

ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი ინვესტორს ცალკეულ ქვეყანაში ინვესტირების რისკიფაქტორების და ამ ქვეყნის სანდოობის შესახებ ინფორმაციას აწვდის. საკრედიტო რეიტინგებს ათეულობით სააგენტო აქვეყნებს, თუმცა მათ შორის ყველაზე გავლენიანი და საყოველთაოდ ცნობილი სამეულია: Standard & Poor’s (S&P), Moody’s და Fitch. ყოველი საკრედიტო სააგენტო საკუთარი მეთოდოლოგიის შესაბამისად მუშაობს, თუმცა ძირითადი მაჩვენებლები, რასაც ყურადღება ექცევა, საერთოა და როგორც ეკონომიკურ ინდიკატორებს, ასევე ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და გარემოს, მოიცავს.

Standard &Poor’s და Fitch ის შეფასების სისტემები მსგავსია: უმაღლესი შეფასება მათ სისტემაში არის AAA, შემდგომ AA+, AA, AA-, საშუალოზე მაღალი A+, A, A-, საშუალოზე დაბალი BBB+,BBB, BBB-, არასაინვესტიციო სპეკულაციური BB+, BB, BB-, სპეკულაციური B+, B, B-, მნიშვნელოვნად რისკიანი CCC, დეფოლტი გაუმჯობესების პერსპექტივით CC, დეფოლტი D. მსგავსია Moody’s შეფასებაც მსგავსია, მაგრამ +/--ის ნაცვლად ციფრებს იყენებს: Aaa, Aa1, Aa2, Aa3, A1,A2,A3, Baa1, Baa2, Baa4, Ba1, Ba2, Ba3, B1, B2, B3, Caa1, Caa2, Caa3, Ca, C. შეფასების საფეხურები, თავის მხრივ, საინვესტიციო და არასაინვესტიციო ჯგუფებად იყოფა. აღნიშნული შეფასებების ეკონომიკური ინტერპრეტაცია შეგიძლიათ, იხილოთ ცხრილ 1-ში.

ცხრილი 1: „Moody’s, „S&P”, და „Fitch”-ის შეფასებები და შეფასებების ინტერპრეტაცია

წყარო: https://www.bankersalmanac.com/addcon/infobank/credit_ratings/standardandpoors.aspx

Fitch-მა საქართველოს BB შეფასება ნეგატიური პერსპექტივით 2020 წლის აგვისტოში შეუნარჩუნა და ამავე წლის აპრილში მიანიჭა, როდესაც 2019 წელთან შედარებით, პანდემიის პირობებში, საკრედიტო პერსპექტივა სტაბილურიდან ნეგატიურამდე გაუარესდა. Standard & Poor’s-მა BB სტაბილური შეფასება შეუნარჩუნა საქართველოს, ხოლო Moody’s Ba2 სტაბილური შეფასება 2019 წლის 11 სექტემბრით თარიღდება. საქართველოს შეფასების დონეები სამივე კომპანიის შემთხვევაში, პრინციპულად ანალოგიურია. შესაბამისად, მათი შეფასებით საქართველოს ეკონომიკაში გარკვეული სპეკულაციური რისკები არსებობს.

ცხრილი 2: საქართველოს შეფასების დინამიკა 2005-2019 წლებში

წყარო:https://tradingeconomics.com/georgia/rating

Fitch-მა საქართველოს BB ნეგატიური შეფასება 2020 წლის 24 აპრილს მიანიჭა, Standard & Poor’s-მა 2019 წლის 10 ოქტომბერს, ხოლო Moody’s Ba2 სტაბილური შეფასება 2017 წლის 11 სექტემბრით თარიღდება. საქართველოს შეფასების დონეები, სამივე კომპანიის შემთხვევაში, პრინციპულად ანალოგიურია. შესაბამისად, მათი შეფასებით საქართველოს ეკონომიკაში გარკვეული სპეკულაციური რისკები არსებობს, თუმცა Fitch-ის მიერ განსაზღვრული პერსპექტივა ნეგატიურია. შესაბამისად, Fitch-ის შემთხვევაში, საინვესტიციო რეიტინგის მისაღწევად საჭირო 3 საფეხურით დაწინაურებაა, ხოლო S&P და Moody’s შემთხვევაში - 2 საფეხურით.

თეგები:

პერსონები

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი