აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ექვსი მუნიციპალიტეტია: ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს. „ფაქტ-მეტრმა“ გადაწყვიტა, გაგაცნოთ, როგორ შეიცვალა მუნიციპალიტეტების 2021 წლის ბიუჯეტებში მომუშავეთა შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურებისთვის დაგეგმილი ხარჯები.

პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ, პანდემიიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში არაერთი ცვლილება შევიდა. ამიტომ 2021 წლის ყველა მაჩვენებელს 2020 წლის საბოლოო გეგმასთან მიმართებით განვიხილავთ და ასევე, სურათი რომ უფრო თვალსაჩინო იყოს, 2020 წლის ბიუჯეტების საწყის ანუ ცვლილებამდე დაგეგმილ პარამეტრებთანაც შევადარებთ.

ცხრილი 1. შრომის ანაზღაურებისა და საქონელი და მომსახურებისთვის დაგეგმილი ხარჯები აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტების 2020 წლისა და 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტების მიხედვით

წყარო: ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტი, ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი; ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი; ქედის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი, ქედის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი; შუახევის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი, შუახევის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი; ხულოს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი, ხულოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი

ცხრილი 1-დან ჩანს, რომ ერთადერთი ბათუმის მუნიციპალიტეტია, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ საბიუჯეტო პარამეტრები პანდემიით გამოწვეული კრიზისის გათვალისწინებით დაკორექტირდა, შრომის ანაზღაურების ხარჯი გაიზარდა და ზრდის ტენდენცია 2021 წელსაც გაგრძელდა. ამის შესახებ „ფაქტ-მეტრმა“ უკვე დაწერა.

2020 წლის პირვანდელ პარამეტრებთან მიმართებით, ცვლილების შემდგომ, ყველა დანარჩენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი შემცირდა, ან იგივე დარჩა. 2021 წლის გეგმის მიხედვით კი, აღნიშნული პარამეტრი ყველგან იზრდება, გარდა შუახევის მუნიციპალიტეტისა, სადაც პირიქით, იკლებს. თუმცა ბიუჯეტის მთლიან ასიგნებებთან მიმართებით, წილი გაზრდილია.

2020 წლის საბოლოო გეგმასთან მიმართებით, რამდენიმე მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში, იზრდება საქონელი და მომსახურების ხარჯიც. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მუხლი, გარდა საოფისე, საწვავის, ტრანსპორტის მოვლა-შენახვისა და სხვა ხარჯებისა, შრომითი ხელშეკრულებებით (შტატგარეშე) დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების თანხასაც მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ხარჯის (შრომის ანაზღაურება პლუს საქონელი და მომსახურება) წილი მთლიან ასიგნებებთან მიმართებით, 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო გეგმასთან შედარებით, გაზრდილია ბათუმის, ქობულეთის, შუახევის მუნიციპალიტეტებში, ხოლო ხელვაჩაურის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში შემცირებულია.

ცხრილი 2. ადმინისტრაციული ხარჯის წილი მთლიან ასიგნებებთან მიმართებით

წყარო: ბათუმის 2020 წლის ბიუჯეტი, ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტი; ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი; ქედის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი, ქედის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი; შუახევის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი, შუახევის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი; ხულოს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი, ხულოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი

საინტერესოა, რომ ადმინისტრაციული ხარჯის წილი ყველაზე მაღალი ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშია. მართალია, 2021 წელს ის შემცირებულია, მაგრამ, სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება.

თუ აჭარის ა/რ ექვსივე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ხარჯებს შევაჯამებთ, 2020 წლის დასაწყისში დაგეგმილი მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი 87 745 470 ლარი იყო. ბოლო ცვლილების შემდეგ, პარამეტრები ყველგან დაკორექტირდა და საბოლოო გეგმამ, ჯამურად, 84 340 169 ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2021 წლის ადმინისტრაციული ხარჯის ჯამურ მაჩვენებელს, ის 87 325 039 ლარს აღწევს, ანუ 2020 წლის საწყის პარამეტრს ოდნავ ჩამორჩება, თუმცა საბოლოო გეგმასთან შედარებით, თითქმის 3 მლნ ლარით მეტია.

ფოტო: netgazeti.batumelebi.ge

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი