სოციალურ ქსელში სოფო ბედიას ყალბი ციტატა გავრცელდა

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი:

2020 წლის 29 დეკემბერს, ჯორჯ ხიზანდარის და ექვთიმე ბიძინაშვილის Facebook- გვერდებზე სოფო ბედიას ფოტო გამოქვეყნდა შემდეგი წარწერით - „თუ ღმერთი არ არსებობს, მაშინ ვამპირებს ჯვრის რატომ ეშინიათ? “. სინამდვილეში, პოსტებში მოცემული ციტატა სოფო ბედიას არ ეკუთვნის.

სოფო ბედიასთან დაკავშირებული დეზინფორმაცია, გაცილებით ადრე, 2019 წლიდან სხვადასხვა Facebook-გვერდზე ვრცელდებოდა (იხ. ფოტო 1).

ფოტო 1

სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციას საკუთარ Facebook-პროფილზე თავად მომღერალიც გამოეხმაურა და ყოველივე უარყო- „ეს არის მაგარი მოცლილების საიტი!!! რაზე დაწერონ აღარ იციან და უკვე მაგრა ბოდავენ ეხლა მე მომიგონეს აფორიზმები!!! ღმერთო გადმოხედე ამ მოცლილებს და დაასაქმე ხარისხიანად “ ( იხ. ფოტო 2).

ფოტო 2

აღსანიშნავია, რომ სოფო ბედიასთვის სხვა ყალბი ციტატებიც მიუწერიათ, მაგალითად: „ღამღამობით წარმოვიდგენ, ვითომ დავით აღმაშენებელი ვარ, მაცივარი კი თურქ-სელჩუკებითაა სავსე და ვაოხრებ ხოლმე“ (იხ. ფოტო 3). აღნიშნულ ყალბ ამბავს მომღერალი კვლავ პოსტით გამოეხმაურა და ციტატის ავტორობა უარყო (ფოტო 4).

ფოტო 3 ფოტო 4

ამრიგად, 2019-2020 წლებში, Facebook-გვერდებზე გავრცელებული ციტატა სოფო ბედიას არ ეკუთვნის და ყალბი ამბავია.

-------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი