დეზინფორმაცია: კორონავირუსის ტესტების პასუხები წინასწარ განსაზღვრულია

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ანალიზი

24 დეკემბერს Facebook-მომხმარებელმა საკუთარ ანგარიშზე ფოტო შემდეგი აღწერით გამოაქვეყნა: „აჰა ესეც ტესტები. რომელსაც აწერია დადებითი და უარყოფითი!! აბა ვის გინდათ გიმარჩიელოთ, სტატისტიკა მჭირდება“. Facebook-მომხმარებლის მიერ გაზიარებული ფოტო შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს კორონავირუსის ტესტის პასუხები წინასწარ განსაზღვრული არის, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მნახველები შეცდომაში შეჰყავს.

მოცემულ ფოტოსურათზე კორონავირუსის სწრაფი ტესტის, „COVID-19 Ag Rapid Test Device”, განსახორციელებლად აუცილებელი რეაგენტებისა და ნივთების შეკვრაში შემავალი პოზიტიური და ნეგატიური გარე კონტროლის მოწყობილობაა გამოსახული. კორონავირუსის სწრაფი ტესტის განსახორციელებელი რეაგენტებისა და ნივთების შეკვრაში პოზიტიური და ნეგატიური გარე კონტროლის გარდა შედის: ინდივიდუალურად შეფუთული ტესტი, ერთჯერადი პიპეტი, ბუფერული ხსნარი, შეფუთვა, სტერილიზებული უსაფრთხოების ლანცეტი, მოსამზადებელი დასპირტული საწმენდი.

FDA-ს (აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია) მიხედვით, არსებული ლაბორატორიული პრაქტიკა პოზიტიური და ნეგატიური გარე კონტროლების ტესტირებას, კორონავირუსის ტესტის რეაგენტების მუშაობისა და ტესტის სწორად ჩატარების ფაქტის გადამოწმებას, ითვალისწინებს.

სწრაფი ტესტის ნეგატიური კონტროლი ადამიანის ლიოფილიზირებულ სისხლის შრატს შეიცავს (ლიოფილიზაცია - ქსოვილების და სხვა ბიოლოგიური ობიექტების გამოშრობის მეთოდია გაყინულ მდგომარეობაში ვაკუუმის პირობებში). ხოლო, პოზიტიური კონტროლი კორონავირუსის საწინააღმდეგო ლიოფილიზირებულ IgM და IgG ანტისხეულებს შეიცავს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კორონავირუსის Ag Rapid Test Device-ის გამოყენების ინსტრუქციაში ვკითხულობთ, პოზიტიურ და ნეგატიურ გარე კონტროლს რა დანიშნულება აქვს. კონტროლი სპეციალურად იქნა შემუშავებული და დამზადებული სწრაფი ტესტირების უზრუნველსაყოფად და ის ტესტის სწორად შესასრულებლად და შედეგების სწორი ინტერპრეტაციისათვის გამოიყენება. პოზიტიური და ნეგატიური გარე კონტროლის მექანიზმები მათში პაციენტის ნიმუშის მოთავსებამდე უნდა იყოს შემოწმებული. პოზიტიურმა გარე კონტროლმა შემოწმების დროს მასში დადებითი ნიმუშის მოთავსების შემთხევაში დადებითი შედეგი უნდა ასახოს, ხოლო ნეგატიურმა გარე კონტროლმა, შესაბამისად, ნეგატიური ნიმუშის მოთავსების შემთხვევაში - ნეგატიური. თუკი პოზიტიური და ნეგატიური კონტროლის ტესტები შესაბამის შედეგებს არ ასახავს. ეს ნიშნავს, რომ პაციენტის ნიმუშზე ჩატარებული ტესტის შედეგები სანდო არ არის.

--------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი