ანალიზი:

სოციალურ ქსელში პოლიტიკოს გუბაზ სანიკიძესთან დაკავშირებით ყალბი ამბავი ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუბაზ სანიკიძე თავისი Facebook ანგარიშით აქვეყნებს ფოტოს, რაზეც Glovo-ს კურიერის მიერ მიტანილი შეკვეთა და უცენზურო სიტყვაა გამოსახული. ამის საპასუხოდ ფოტოს მუქარის შემცველი ტექსტი ახლავს: „გლოვოს მალე გლოვის დღეს მოვუწყობ! ჩემი შეკვეთა „ქოცმა“ კურიერმა მოიტანა და ასეთი უმსგავსობა დააწერა ზედ. ყველას, ყველას გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები და ამას აღარ შეგარჩენთ! პასუხს აგებთ თითოეულ ასოზე“.

აღნიშნული ფოტო ჯერ Facebook-გვერდმა „ტერენტი გლდანელი“ გაავრცელა, მოგვიანებით კი ამ ინფორმაციის შესახებ გვერდი „შუბლის ძარღვ გაწყვეტილები“ წერდა. მათი პოსტის თანახმად, Glovos-ს კურიერი გუბაზ სანიკიძეს გაეხუმრა, რის გამოც სამსახურში პრობლემა შეექმნა და გაშვებით დაემუქრნენ. აღსანიშნავია, რომ ორივე გვერდი დეზინფორმაციული შინაარსის პოსტებს აქამდეც ავრცელებდა.

Facebook-ანგარიში, რომელიც თითქოს გუბაზ სანიკიძეს ეკუთვნის, სავარაუდოა, რომ სწორედ ამ ფოტოს გასავრცელებლად შეიქმნა. ის შეკვეთის ფოტოს გარდა მხოლოდ ერთ პოსტს შეიცავს, რომელიც ასევე 9 დეკემბერს ქვეყნდება. აღნიშნული ამბის გადასამოწმებლად „ფაქტ-მეტრი“ გუბაზ სანიკიძეს დაუკავშირდა. როგორც მან განაცხადა, გავრცელებული ამბავი ყალბია - სოციალურ ქსელებს, მათ შორის, Facebook-ს საერთოდ არ იყენებს. შესაბამისად, ინფორმაციაც იმის შესახებ, რომ Glovo-ს კურიერს სამსახურიდან გათავისუფლება ემუქრება, ყალბია.

-----------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი