ანალიზი

Clickbait საიტმა - ambebi.site (ვებგვერდი, რომელიც ინტერნეტში მნახველთა წახალისების მიზნით, ისეთ მასალას ავრცელებს, რომელიც ბმულზე გადასასვლელად მკითხველის ყურადღების მიპყრობას ცდილობს) 29 ნოემბერს გაავრცელა კახა კალაძის ციტატა - „ტაქსით მომსახურების საფასურიც უნდა გაიზარდოს, ძალიან იაფია ტაქსით მგზავრობა“. იგივე ინფორმაცია excluzivi.com-მა და pirveli.website-მა გაავრცელეს.

კახა კალაძეს მოცემული ფრაზა ნამდვილად აქვს ნათქვამი, თუმცა 2018 წელს. მან აღნიშნული განცხადება 2018 წლის 21 დეკემბერს გააკეთა. იგი ტაქსების რეფორმაზე საუბრობდა. 2020 წლის 29 ნოემბერს 2 წლის წინანდელი ინფორმაციის იმგვარად გავრცელება, თითქოს ის ქალაქის მერმა ახლახანს განაცხადა, მანიპულაციურია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 28 ნოემბრიდან კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით შემოღებული შეზღუდვები 28 ნოემბერს ამოქმედდა, რის შედეგადაც დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდა და გადაადგილება მხოლოდ პირადი ავტომობილით, ფეხით და ტაქსით არის შესაძლებელი. შესაბამისად, 29 ნოემბერს ტაქსით მგზავრობის გაძვირების შესახებ კახა კალაძის ორი წლის წინ გაკეთებული განცხადების გავრცელება მანიპულაციურია და მოქალაქეები შეცდომაში შეჰყავს.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5407 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი