ანალიზი

21 ნოემბერს Facebook მომხმარებელმა საჯარო Facebook ჯგუფში „ლიდერები მიხეილ სააკაშვილთან ალიანსში / Leaders with Mikheil Saakashvili in“ ირაკლი კობახიძის ფოტო გამოაქვეყნა. პოსტი ირაკლი კობახიძეს შემდეგ ციტატას მიაწერს: „საარჩევნო უბანზე არცერთი კრიმინალი აღარ დგას. ვეჭვობთ, ისინი გაერთიანებულ ოპოზიციას მოჰყავდა.“ მოცემული მასალა ფოტომონტაჟის შედეგადაა მიღებული და ფოტოზე არსებული ინფრომაცია სიმართლეს არ შესაბამება.

Facebook მომხმარებელთა უმეტესობამ აღნიშნული ინფორმაცია ნამდვილად აღიქვა. თუმცა, როგორც ფოტოზე ჩანს, მოცემული მასალის პირველწყარო არსად არის მითითებული. აღნიშნული ინფორმაციის სიზუსტის დასადგენად სხვადასხვა სამაუწყებლო კომპანიის ოფიციალური ვებგვერდები გადამოწმდა. საორიენტაციოდ 20 ნოემბრის შემდეგ გაშუქებული მოვლენები იქნა აღებული, რადგან მასალაში, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტურზეა საუბარი. შედეგად, დადგინა, რომ ირაკლი კობახიძის აღნიშნული ფოტო ტელეკომპანია იმედმა გამოიყენა 21 ნოემბერს, თუმცა არა მოცემული ციტატით. ტელეკომპანია იმედი ფოტოს შემდეგი სათაურით აშუქებს: „ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე: მათ არ სურთ მეორე ტურში დამარცხების მიღება და ამის გაფორმება“.

შესაბამისად, დადგინდა, რომ მასალა ფოტომონტაჟის შედეგია და სინამდვილეში, ფოტოზე მოცემული განცხადება ირაკლი კობახიძეს არ გაუკეთებია.

-----------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5362 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი