ანალიზი:

სოციალურ ქსელში ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეთიუ ჰენკოკის, მანიპულაციური ფოტო ვრცელდება. გავრცელებულ ფოტოზე მინისტრს პირბადე უკეთია. პოსტის ავტორი ამტკიცებს, რომ პირბადის ზედა მხარეს ანტიქრისტე-მხეცის რიცხვი 666 და ლათინური ასოები NWO არის გამოსახული, რაც New World Order-ის აბრევიატურაა და ახალ მსოფლიო წესრიგს ნიშნავს.

აღნიშნული პოსტი ფოტომონტაჟის შედეგია და ორიგინალ ვერსიას არ წარმოადგენს. სინამდვილეში, ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი Twitter-ზე ფოტოს აქვეყნებს, წარწერით, Please wear a mask (გთხოვთ, ატარეთ პირბადე). პირბადეზე კი არა 666 NWO, არამედ PROTECT THE NHS არის გამოსახული, რაც ქართულად ნიშნავს - „დაიცავი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახური“.

შესაბამისად, Facebook მომხმარებლის მიერ გავრცელებული ფოტო მონტაჟის შედეგია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

ახალ მსოფლიო წესრიგთან დაკავშირებით დეზინფორმაცია აქამდეც გავრცელდა, რის შესახებაც ვრცელ ინფორმაციას შეგიძლიათ, „ფაქტ-მეტრის“ სტატიაში გაეცნოთ.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ვერდიქტიდან გამომდინარე, Facebook-მა შესაძლოა სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს - შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. მასალის შესწორებისა და ვერდიქტის გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

თეგები:

მსგავსი სიახლეები

5401 - გადამოწმებული ფაქტი
გაზეთი ფაქტ-მეტრი
26%
სიმართლე
17%
ტყუილი
11%
მეტწილად სიმართლე
10%
ნახევრად სიმართლე
7%

ყველაზე კითხვადი